მართლმადიდებლები აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს სულიწმინდის გადმოსვლას ზეიმობენ.
სხვაგვარად მას ეკლესიის დაარსების დღესაც უწოდებენ.
სადღესასწაულო წირვა რაბათში, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა აღავლინა.
სულთმოფენობიდან ერთი კვირა მორწმუნეებისთვის მსგეფსია, 15 ივნისიდან კი პეტრე-პავლობის მარხვა იწყება.
მიტროპოლიტმა თეოდორემ წირვის დაწყებამდე სასულიერო პირი დიაკვნად აკურთხა.