ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ გაბრიელ აღმსარებელისა და სალოსის ხსენების დღე აღნიშნა. ეს დღე იზეიმეს სოფელ წინუბანშიც, სადაც სადღესასწაულო ლიტურგია წმინდანის სახლეობის მშენებარე ტაძარში შესრულდა. ეკლესიის წინამძღვარი მამა ნიკოლოზი მრევლს წმინდა გაბრიელის ღვაწლის შესახებ ესაუბრა და უფალს რწმენაში გაძიერება სთხოვა.
სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, მდინარეში საყოველთაო ნათლობა და განბანვის რიტუალი შესრულდა.
სოფელ წინუბანში წმინდა გაბრიელ აღმსარებელისა და სალოსის სახელობის ტაძარს საძირკველი ივნისის თვეში ჩაეყარა. მშენებლობა ადგილობრივების დახმარებითა და შემოწირულობებით მიმდინარეობს. წინუბნის ტაძარი პირველია ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიაში, რომელიც წმინდა გაბრიელის სახელზე შენდება.
|