კათოლიკეები და ლათინ კათოლიკეები ჯვართამაღლებას ზეიმობენ
კათოლიკეები და ლათინ კათოლიკეები დღეს, 14 სექტემბერს ჯვართამაღლებას ზეიმობენ.
დღესასწაული იმ ისტორიული ჯვრის ამაღლებას უკავშირდება, რომელიც რომის იმპერატორ კონსტანტინეს დედის, ელენე დედოფლის ბრძანებით, იერუსალიმის მახლობლად იპოვეს. შემდგომ კი იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიოსმა აღმართა, რათა ყველას შეძლებოდა მისი ხილვა.
იესოს ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლება ყოველი ქრისტიანისთვის სულიერი ამაღლების მაგალითია.