მართლმადიდებულრმა ეკლესიამ 21 სექტემბერს ღვთსმშობლის შობის დღესასწაული იზეიმა. საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია აღესრულა. ივლიტის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში წირვა 11:00 საათზე დაიწყო, ტაძრის წინამძღვარმა მრევლს დღესასწაული მიულოცა და მის მნიშვნელობაზე იქადაგა.
დღესვე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ერს 12:00 საათზე ერთობლივი ლოცვის კურთხევა მისცა.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, მართალი იოაკიმი, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა–პირველი მღვდელმთავრის აარონის შთამომავალი. ღვთისმოშიშ ცოლ–ქმარს შვილი არ უჩნდებოდათ, ამიტომ მათ აღთქმა დადეს, რომ თუ ღმერთი შვილს მისცემდათ, ახალშობილს ტაძარში მსახურებისათვის უფალს მიუძღვნიდნენ. უფალმა იოაკიმესა და ანას ლოცვა–ვედრება შეისმინა. მთავარანგელოზმა გაბრიელმა ამცნო ანას, რომ იგი მუცლად იღებდა. ღვთისმშობელი 21 სექტემბერს იშვა. ეს დღე მორწმუნეთათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი სახლში სამი წლის განმავლობაში იზრდებოდა. ხოლო შემდეგ მშობლებმმა იგი ტაძარში მიიყვანეს. შობა ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისა ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია. ბიბლიის თანახმად ეს ის დღეა, როდესაც უფალმა წყალობის თვალით გადმოხედა ცოდვით დაცემულ კაცობრიობას და ქვეყანას მოუვლინა წიაღი ღვთის განხორციელებისა, საყდარი მეუფისა, კიბე ზეცისა, გამომსყიდველი ევას შეცოდებისა – ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მარიამი, დედა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი
|