რელიგიის საკითხთა
სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ადიგენის
მუნიციპალიტეტის სოფელ ნამინაურში იმყოფებოდა. ზაზა
ვაშაყმაძე მოსახლეობასა და გვარების უხუცესებს შეხვდა.
შეხვედრის მიზანი მუსლიმი ქართველებით კომპაქტურად დასახლებულ სოფელში
მათი პრობლემების გაცნობა და შეფასება იყო.
ადიგენის მუნიციპალიტეტის მუფტმა მამუკა ვაშაყმაძემ რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე საკუთარ ოჯახში, ვაშაყმაძეების გვარის უხუცესების შეხვედრაზე მიიპატიჟა.
ადგილობრივების თქმით, ამ ტიპის შეხვედრები საზოგადოების გაერთიანებას ხელს შეუწყობს.
როგორც სოფელ ჭელის წინამძღვარი, ჯამბულ აბულაძე აცხადებს, ზაზა ვაშაყმაძემ, დასავლეთ საქართველოს მუფთმა და სამუფთოს წარმომადგენლებმა, რეგიონის მუფთთან ერთად შეხვედრა სოფელ ზარზმაშიც გამართეს, ასევე მოინახულეს სოფელ მოხეში არსებული სადავო შენობა. წინამძღვარი განმარტავს, რომ ადგილობრივები არ იყვნენ ინფორმირებული და არც ის იციან თუ რა საკითხებზე ისაუბრეს მათ, მაგრამ ადასტურებენ, რომ მუფთებისა და რელიგიის სააგენტოს ერთობლივი დაინტერესება ამ საკითხისადმი, იმედის მომცემია და პრობლემების მოგავრებას ხელს შეუწყობს.
|