რელიგია
ილია მეორე ბავშვებს დალოცავს
ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქი სიონის ტაძარში პარაკლისს გადაიხდის და ბავშვებსა და მრევლს დალოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
,,წმინდა ბარბარესა და წმინდა იოანე დამასკელის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, 12:00 საათზე, სიონის საპატრიარქო ტაძარში გადაიხდის პარაკლისს და დალოცავს ბავშვებსა და მრევლს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 17 დეკემბერს ბარბარობას აღნიშნავს. სადღესასწაულო წირვა ყველა მოქმედ ტაძარში სრულდება.
გააზიარეთ :