რელიგია
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში, კორონავირუსზე სასულიერო პირების ტესტირება დაიწყო
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში წინასაშობაოდ კორონავირუსზე ტესტირება დაიწყო. ნაწილი უკვე გაიტესტა, ნაწილის კვლევა კი ამ დრომდე მიმდინარეობს. ტესტირება უტარდებათ სასულიერო პირებს, სტიქაროსნებს, მესანთლეებსა და მგალობლებს. საშობაო ლიტურგიაში მონაწილეობას მხოლოდ ისინი მიიღებენ, ვისაც კოვიდ 19 არ დაუდასტურდებათ.

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში საშობაო ლიტურგია წმ.შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში ღამის 12:00 საათზე დაიწყება. როგორც ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი ქურდაძე აცხადებს, გათვალისწინებული და დაცული იქნება სახელმწიფოს მიერ დადგენილი ყველა რეგულაცია. მრევლს შორის შენარჩუნებული იქნება დისტანცია და სავალდებულო იქნება ლიტურგიაზე პირბადით მოსვლა.

რაც შეეხება ტრადიციულ საშობაო ალილოს, კორონავირუსის პანდემიის გამო, ახალციხეში საზეიმო მსვლელობა არ გაიმართება.

| Print |