ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში სასულიერო პირს COVID19 დაუდასტურდა
სავალდებულო ტესტირების მეორე ეტაპზე, კოვიდდადებითი მხოლოდ ერთი სასულიერო პირი აღმოჩნდა. 10 იანვრიდან, იმ ჯგუფების მორიგი ტესტირება ისევ განახლდება, ვინც თავად შეადგენს რისკ-ჯგუფს ან შეიძლება იყოს გამავრცელებელი.
COVID19-ის ტესტები ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სასულიერო პირებმა და მასთან დაკავშირებულმა პერსონალმა შვიდ დღეში ერთხელ უნდა ჩაიტაროს. ეპარქიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე უკვე ტესტირება უკვე ჩაუტარდათ სამრევლო ტაძრების სასულიერო პირებს, სტიქაროსნებს, მესანთლეებსა და მგალობლებს. ტესტირების პირველი ეტაპი შობის სადღესასწაულო წირვამდე ჩატარდა. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში პისიარტესტირება ჩაუტარდა 50-მდე პირს. პირველი ტესტირების შედეგი ყველასთვის უარყოფითი აღმოჩნდა.
სავალდებულო ტესტირების ჩატარებისას გაირკვა, რომ სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული პერსონალის ნაწილს, ვირუსი უკვე გადატანილი ჰქონდა, რის გამოც სამ თვემდე მათ ტესტირება აღარ ჩაუტარდებათ. პირველი ტესტის ჩატარების დროს, ყველა მათგანი კოვიდუარყოფითი აღმოჩნდა.
ტესტის ჩასატარებლად ნაწილი ეპიდემიოლოგებს თავად აკითხავს, ხოლო ჯანმრთელობის პრობლემის მქონეებს სპეციალისტები თავად აკითხავენ - აცხადებენ ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.