რელიგია
4-ში პატრიარქთან ტესტირების გარეშე არავინ შესულა - მეუფე თეოდორე
პატრიარქთან დაბადების დღეზე ტესტირების გარეშე არავინ შესულა - აღნიშნა მეცხრე არხთან ახალციხისა და ტაო - კლარჯეთის მიტროპოლიტმა. მეუფე თეოდორეს თქმით, სასულიერო პირები პერიოდულად იტარებდნენ ტესტირებას, მათ შორის ფასიანსაც, რათა უწმინდესის ჯანმრთელობისთვის ნებსით თუ უნებლიეთ საფრთხე არ შეექმნათ.

საყოველთაო ტესტირების დაწყების შემდეგ, ეპარქიაში კოვიდდადებითი ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი მონაზონი აღმოჩნდა. 

ტესტირების პირველი ეტაპი შობის სადღესასწაულო წირვამდე ჩატარდა. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში პისიარტესტირება ჩაუტარდა 50-მდე პირს. პირველი ტესტირების შედეგი ყველასთვის უარყოფითი აღმოჩნდა.

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, რელიგიური კონფესიებისა და მათთან დაკავშირებული საერო პირები (მესანთლეები, მგალობლები, სტიქაროსნები და ა.შ.) შვიდ დღეში ერთხელ უნდა გაიტესტონ.
| Print |