რელიგია
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები სამების საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული
წმინდა ქეთევან წამებულის სხეულის ნაწილები სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანეს, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ პარაკლისი აღავლინა.
ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები საქართველოში ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩამოაბრძანა. იგი საქართველოს პრეზიდენტთან და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ცერემონიალს დაესწრო.
გააზიარეთ :