რელიგია
რა გინდა, რას ეპოტინები ხელისუფლებას - მეუფე სტეფანე მიხეილ სააკაშვილს მიმართავს
მადლობა უთხარი ღმერთს, რისი შიმშილობა? უწმინდესმა გამოგიგზავნა სეფისკვერი და ლოცვა-კურთხევა, მიიღე და წყნარად, მშვიდად გააგრძელე სინანულით ცხოვრება. რა გინდა, რას ეპოტინები ხელისუფლებას, - ამის შესახებ ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ ცაგერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე სტეფანის თქმით, როდესაც პრეზიდენტი ხარ „თავში არ უნდა აგივარდეს და ყველაფერი შენი არ უნდა გეგონოს, რადგან ამას ციხეც შეიძლება მოჰყვეს“.

,,შეწყვიტე რა ეს ვითომ შიმშილობა, დაანებე თავი, რაში გჭირდება, ვის ეპოზიორები ან რას შვები. თუ მართლა გინდა შერიგება დაიწყე, რა. სასულიერო პირებმაც დაიწყეს საუბარი საყოველთაო შერიგებაზე, ვითომ მოგინდა და შერიგდები უცებ, შერიგება დამოკიდებულია ვისთანაც რიგდები იმაზეც. ხან პრეზიდენტი ხარ და ხან ციხეში ხარ, ორივე სიტუაცია უნდა გაანალიზო, პრეზიდენტი რომ ხარ თავში კი ნუ აგივარდება და ყველაფერი შენი ნუ გგონია, მერე ციხეც შეიძლება მოჰყვეს.

ციხეშიც ყველაფერზე უარს კი ნუ იტყვი, მე არაფერი დამიშავებია, პოლიტპატიმარი ვარ და ახლავე გამომიშვითო, რომ გამოგიშვან ღვთის წინაშე რა მძიმედ დაისჯები.... ჯობია აღიარო, რომ არასწორად იცხოვრე, გააკეთე რაღაც, შეეგუო მდგომარეობას. მადლობა უთხარი ღმერთს, რისი შიმშილობა? უწმინდესმა გამოგიგზავნა სეფისკვერი და ლოცვა-კურთხევა, მიიღე და წყნარად, მშვიდად გააგრძელე სინანულით ცხოვრება. რა გინდა, რას ეპოტინები ხელისუფლებას? ვის რაში სჭირდება, ან რას უმტკიცებთ. არ მინდა ამ ადამიანებს ცუდი რამ მოუვიდეთ, მაგრამ თუ უფალთან არ შევრიგდით ბოროტთან შერიგება არ გამოვა“,
- აღნიშნა მეუფე სტეფანემ 23 ოქტომბერს ქადაგებისას.


Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 2 °C
img
ახალქალაქი -2 °C
img
ასპინძა 0 °C
img
ადიგენი 12 °C
img
ბორჯომი 2 °C
img
თბილისი 5 °C
img
აბასთუმანი 0 °C
img
ბაკურიანი -1 °C
img
ნინოწმინდა -2 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5302
RUB
RUB
100
4.2381
TRY
TRY
1
0.2291
USD
USD
1
3.1210
AMD
AMD
1000
6.3427
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.