რელიგია
„ომი ყველაზე დიდი ცოდვაა“ - მეუფე თეოდორემ უკრაინაში მშვიდობისთვის პარაკლისი გადაიხადა

 

რაბათის წმ. მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა ჩატარდა. ამის გარდა, პატრიარქის კურთხევით, ყველა მოქმედ ტაძარში უკრაინისთვის სამშვიდობო პარაკლისი აღევლინა. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის თქმით, ისინი ლოცულობენ, რომ მალე დამთავრდეს ომი. მეუფე თეოდორემ მრევლს კურთხევა მისცა, რომ უკრაინაში მშვიდობისთვის 90-ე ფსალმუნი იკითხონ.

ამის გარდა, ქორეპისკოპოსის ქადაგებისას ითქვა, რომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, უკრაინელი ხალხისთვის დაიწყო ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება. ტაძრებში მოქალაქეებს შეუძლიათ მიიტანონ არამალფუჭებადი საკვები და პირველადი დახმარების მედიკამენტები, რომელსაც საპატრიარქო ფრონტის ხაზზე გაგზავნის.

ამავე თემაზე

| Print |