საქართველოს ეკლესია უკრაინელებისთვის პროდუქტსა და მედიკამენტებს აგროვებს
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, უკრაინელი ხალხისთვის მედიკამენტებისა დ სურსათის შეგროვებას იწყებენ. მსურველებს აქციაში მონაწილეობის მიღება დღეიდან, 27 თებერვლიდან შეუძლიათ.
ჰუმანიტარული დახმარება შეგროვდება თბილისის ყველა მოქმედ ტაძარში, რაც შეეხება რეგიონებს - საპატრიარქოს ინფორმაციით, აქ ადგილს მღვდელმთავრები განსაზღვრავენ.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ ინიციატივითა და ორგანიზებითა ა.წ. 27 თებერვლიდან, კვირიდან, თბილისის ყველა მოქმედ ტაძარში, წინმაძღვრებთან შეთანხმებით, დაიწყება არაფუჭებადი პროდუქტისა (ბურღულეული, ზეთი, ფქვილი წყალი ა.შ. ) და პირველადი დახმარების მედიკამენტების შეგროვება უკრაინის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით.
ეპარქიებში კი გზავნილის მიტანის ადგილს ადგილობრივი მღვდელმთავარი განსაზღვრავს. მხარდამჭერი „ჩოხოსანთა საზოგადოება“
გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა ამ ღვთისსათნო საქმეში.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.