ათონის მონასტრის წინამძღვარი უკრაინის ეკლესიას უერთდება
უკრაინის რუსული ეკლესიის, ლვოვის ეპარქიის ახალი ათონის მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა იობმა ლიტურგიაზე განაცხადა, რომ ტოვებს რუსეთის ეკლესიას და უერთდება უკრაინის ავტოკეფალიურ ეკლესიას.
ლვოვის ახალი ათონის მონასტრის წინამძღვარ არქიმანდრიტ იობს, ერისკაცობაში სლავას საღვთისმეტყველო განათლება მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში აქვს მიღებული. იგი გახლავთ რომის აღმოსავლური ინსტიტუტის კანონიკური სამართლის მაგისტრი. ფლობს უკრაინულ, რუსულ, ბერძნულ, იტალიურ და ინგლისურ ენებს.
მონაზვნად ვატოპედის მონასტერში, გერონდა ეფრემის მიერ აღიკვეცა და ეწოდა სახელი ფილარეტი. მოგვიანებით ლვოვის მიტროპოლიტ ფილარეტის თხოვნით მონაზონი ფილარეტი გამოთხოვნილ იქნა ვატოპედის მონასტრიდან. მოღვაწეობა ლვოვის რუსული ეკლესიის ეპარქიაში გააგრძელა, სადაც დიდ სქემაში მიტროპოლიტ ფილარეტის მიერ აღიკვეცა და ეწოდა სახელი იობი. მოგვიანებით ეკურთხა დიაკვნად და მღვდლად.
ამჟამად უძღვება ათონური წესისა და ტიპიკონის მქონე მონასტერს.