კათოლიკეები დღეს პეტრე-პავლობას აღნიშნავენ
29 ივნისს კათოლიკე ეკლესია პეტრე–პავლობას აღნიშნავს. წმინდა პეტრე და წმინდა პავლე სარწმუნოების ორი ბოძია - აღნიშნულია კათოლიკე ეკლესიის ოფიციალურ მედია პორტალზე.
წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს დღესასწაულზე დელეგატები რომში ჩავიდნენ, ხოლო 30 ნოემბერს, კათოლიკე ეკლესიიდან წმინდა ანდრია პირველწოდებულის დღესასწაულზე, დელეგაცია სტამბოლში გაემგზავრება.