რელიგია
15 ოქტომბერი დავით და კონსტანტინე მხრიძეების ხსენების დღეა
15 ოქტომბერს ქართული სამოციქულო ეკლესია წმიდა დიდმოწამე დავით და კონსტანტინე მხეიძეების ხსენების დღეს აღნიშნავს. დღეს მოწამეთობის(ორწიფობის) დღესასწაულს აღნიშნავენ.

„1923 წლის აპრილში, აღდგომის წინა კვირას, ვნების შვიდეულში, როცა ტაძარში ცისკრის ლოცვა მიმდინარეობდა, ვინმე უღირსმა მორჩილმა მიხაილამ მონასტრის შესასვლელი კარი ჩუმად გაუღო „უღმერთოთა კავშირის“ ჩასაფრებულ აქტივისტებს. ისინი ტაძარში შეიჭრნენ, თავს დაესხნენ მლოცველ ბერებს, დაარბიეს მონასტერი, ააწიოკეს და გაძარცვეს ეკლესია, გაიტანეს ძვირფასი ხატები, წიგნები, ჩამოგლიჯეს ზარები. მონასტრის დაცვას რამდენიმე ბერი შეეწირა. უღმერთოებმა წმინდა ნეშტებს დააგლიჯეს კიდურები და ნაძარცვ ნივთებთან ერთად, მატარებლის ღია ვაგონით წაიღეს ქუთაისისკენ. იქ კი დროგზე დააწყვეს, ქუჩა-ქუჩა ხალხის დასანახად დაატარებდნენ და შეურაცხყოფდნენ. საუბედუროდ, სწორედ ეს იყო ანტირელიგიური კამპანიის მიზანი. თვითმხილველთა გადმოცემით, დროგზე შემდგარი ახალგაზრდა ათეისტი დიდმოწამე ძმების თავის ქალებს ერთმანეთს უკაკუნებდა და ქილიკობდა:
- აბა, ამ ძვლებს თუ რამე შეუძლია, მე მავნოსო!

გაზეთი „მუშა და გლეხი“ ამ მოვლენას ასე ეხმაურებოდა: „ბოლო მოეღო საზიზღარ მატყუარობას და ხალხის ყვლეფას. გაიხსნა წმინდანთა ნეშტები, რომლებიც აღმოჩნდა დაბინძურებული, დამტვერილი ძვლები, ვინ იცის ვისი? ზღვა ხალხი იყო ამის მოწმე. პასუხი უნდა მოეთხოვოს იმ მღვდლებს, ვინც საუკუნეების განმავლობაში
ატყუებდა ხალხს და ისქელებდა ჯიბეს».
„ძვლები ხალხს უჩვენეს. ისინი მონასტრის ეზოში ჩამწკრივებულნი ელოდნენ თავის რიგს. მაღლობ ადგილზე ჩნდება ამხანაგი ვალია ბახტაძე, მას ხელში უჭირავს თავის ქალა და უხსნის ხალხს, რა ხერხს მიმართავდა საუკუნეების განმავლობაში სამღვდელოება ხალხის მოტყუება-ძარცვისთვის. შემდეგ ხალხი მატარებლით წავიდა ქუთაისისკენ, «ნაშთებიც“ თან წაიღეს. მატარებელი ძალიან ნელა მოძრაობდა, რომ ლიანდაგებს მომწყდარ ხალხს დაეთვალიერებინათ. ქუთაისის სადგურზე ვ. ბახტაძემ ისევ თქვა სიტყვა და უჩვენა ხალხს ძვლები. შემდეგ ისინი წაიღეს პროფკავშირებში. პროფკავშირების წინ გაიხსნა მიტინგი. გამოვიდნენ ვ. ბახტაძე და ი. ხარაბაძე. „ბედნიერია ხალხი, რომელსაც ეღირსა თვალების ახელა, მაგრამ ჯერ კიდევ არიან უგუნურნი, გონებადახშულნი, ცრუმორწმუნენი, რომლებიც გაიძახიან, რომ ამ ნეშტების შეურაცხყოფისთვის ქვეყანას საშინელება მოელის», - წერდა გაზეთი.

ხალხისთვის იმის დასამტკიცებლად, რომ წმინდა ნეშტებში თითქოსდა არაჩვეულებრივი არაფერი იყო, ღვთისმგმობლებმა გაზეთში გამოაქვეყნეს სამედიცინო კომისიის დაწვრილებითი ოქმი „დავით და კონსტანტინე მხეიძეების ნეშტების გახსნის შესახებ“, სადაც იუწყებიან, რომ ქუთაისის ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოების პრეზიდიუმის წინადადებით სპეციალისტთა და ექსპერტთა ჯგუფმა (ჩამოთვლილია სრული შემადგენლობა) მოახდინა ნეშტების დათვალიერება. სამედიცინო კომისიის დასკვნაში ხაზგასმულია, რომ მეცნიერება იცნობს არა მარტო ადამიანების, არამედ ცხოველების ძვლების შენახვის ბევრ შემთხვევას (ავსტრალიაში, იტალიაში, ეგვიპტეში, რუსეთში და სვანეთშიაც კი). ეს ხდება როგორც ხელოვნური, ისე ბუნებრივი გზით და სხვადასხვა გარემო ფაქტორის ზემოქმედებით აიხსნება და რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მხეიძეების ნეშტების შენახვაში არაბუნებრივი და სასწაულებრივი არაფერი იყო».

ოქმის ბოლოს არის სამედიცინო კომისიის პასუხი რამდენიმე კითხვაზე:
„კითხვა: მეცნიერული თვალსაზრისით გიგიენურია თუ არა ასეთი ჩონჩხების შენახვა და რამდენიმე ათასი კაცის კოცნა მისი ან მისი შესანახი ყუთის?
პასუხი: არ არის გიგიენური.

კითხვა: მეცნიერული თვალსაზრისით რა უფრო გიგიენურია, ჩონჩხის შენახვა, მიწაში დამარხვა თუ დაწვა?
პასუხი: დაწვა.

კითხვა: მაშინ რატომ არ მიმართავენ ამ საშუალებას და შემოღებულია სხვა წეს-ჩვეულებები?
პასუხი: მეცნიერული თვალსაზრისით დაწვა უფრო
გიგიენურია, მაგრამ ამ საშუალებას არ ხმარობენ სარწმუნეობრივი და ეკონომიური მიზეზების გამო, რადგან კრემატორიუმი ძვირი ჯდება“.

ამ დასკვნის აქცენტირებული ტირაჟირების მიზანი იყო წმინდანთა ნეშტების ბედის საზოგადოების სამსჯავროზე გამოტანისა და მათი სრული განადგურების სურვილი.
„უღმერთოთა კავშირმა“ წმინდანთა ნეშტებს მოუწყო „სახალხო სასამართლო“ , მიტინგზევე წაუყენა ბრალი „მრავალი საუკუნის განმავლობაში ხალხის მოტყუებისთვის“ და მიუსაჯა რიონში გადაყრა.
„ჯოჯოხეთური პროცესია“ ქუთაისის ქუჩებში დროგით დადიოდა და სიწმინდეთა უდიერად მოპყრობას განაგრძობდა. უღმერთოებმა ათეისტური მიტინგებით შემოიარეს ცენტრალური ქუჩები და განაჩენის აღსასრულებლად რიონის პირს მიუახლოვდნენ. ის იყო ხიდზე უნდა შემდგარიყვნენ, რომ მოხდა სასწაული, რომლის შესახებ წლების განმავლობაში ყველა თვითმხილველი გაოცებით ყვებოდა: აპრილის ამ მზიან დღეს ატყდა ძლიერი ქარბუქი, წამოვიდა თავსხმა წვიმა და სეტყვა. ელვისა და ჭექა-ქუხილისგან კი ჩამობნელდა. რიონის მხრიდან ისეთი სეტყვაშერეული წვიმა მოდიოდა და ქარიშხალი ამოვარდა, რომ პროცესია შეჩერდა და წინ ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოახერხა, ამიტომ უღმერთოთა კავშირის წევრები იძულებულნი გახდნენ, წმინდა ნაწილების წყალში გადაყრა გადაედოთ.
ამ შეფერხებით ისარგებლა ჭეშმარიტმა ქრისტიანმა და საზოგადო მოღვაწემ, ქუთაისის საისტორიო საზოგადოებისა და მუზეუმის დამაარსებელმა ტრიფონ ჯაფარიძემ და სასწრაფოდ დაუკავშირდა რესპუბლიკის სამეცნიერო დაწესებულებათა მთავარმმართველობის გამგეს, ვუკოლ ბერიძეს, რომელმაც დაარწმუნა ბოლშევიკური მთავრობის წევრები, რომ დავით და კონსტანტინე მხეიძეები იყვნენ ერის სახალხო გმირები და მათი ნეშტები ფასდაუდებელი სამუზეუმო ექსპონატები იქნებოდა. ამის შედეგად თბილისიდან მოსული ბრძანების შესაბამისად, ტრიფონ ჯაფარიძემ წმინდა ნაწილებს შესაბამისი მიღება-ჩაბარების ოქმის გაფორმებით ქუთაისის მუზეუმში მიუჩინა ბინა.
საყურადღებოა არქივში დაცული კიდევ ერთი დოკუმენტი. ეს არის ქუთაისის ადგილობრივი მრეწველობის ტრესტის ოფიციალური წერილი ქუთაისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს:
„თქვენს მიერ გადმოცემული ლითონები გელათისა და მოწამეთას ტაძრებიდან აღმოჩნდა წონით 40 ფუთი. აქედან თითბერი 22 ფუთი და 10 გირვანქა, რკინა 17 ფუთი და 30 გირვანქა. ლითონების ღირებულება უდრის 527 მანეთს და 20 კაპიკს. ამ თანხიდან 427 მანეთი და 20 კაპიკი გადარიცხულია სახბანკში თქვენს კონტროლირებად ანგარიშზე, ხოლო 100 მანეთი გადმოგეცათ ხელზე. დავით და კონსტანტინეს კუბოს ესკულაპი აღმოჩნდა წონით 15 ფუთი და 4 გირვანქა, ამასთან თითბერი 9 ფუთი და 34 გირვანქა, რკინა კი 5 ფუთი და 10 გირვანქა. ეს წონა შედის საერთო ზემო აღნიშნულ წონაში“.
ასე გადაურჩა წმინდა მოწამეთა დავით და კონსტანტინე მხეიძეების ნეშტები განადგურებას.
ტაძრიდან წმინდა ნაწილების გამოტანის შემდეგ დაიწყო აქტიური ათეისტური კამპანია მოწამეთის მონასტრის დასახურად. გაზეთ „მუშა და გლეხში“ დაიწერა:
„აღძრულია სისხლის სამართლის დევნა მოწამეთას მონასტრის ბერების წინააღმდეგ, რომელთაც მალულად ჰქონდათ შენახული სარდაფში ადამიანის ძვლები. ერთ-ერთ ასეთ სარდაფში აღმოჩნდა 9 კაცის ჩონჩხი. ჩვენ ჯერ არ ვიცით დანამდვილებით ვისია ეს ჩონჩხები, საიდან გაჩდნენ ისინი? მაგრამ ვფიქრობთ, რომ აქ იმარხება საშინელი კოშმარული ტრაღედია ადამიანთა დახოცვისა».
დავით და კონსტანტინეს წმინდა ნაწილები 31 წლის განმავლობაში დაბრძანებული იყო ქუთაისის მუზეუმში. მორწმუნე მრევლი ფარულად მაინც ახერხებდა მიახლებოდა და თაყვანი ეცა სიწმინდეებისთვის. საქართველოს საპატრიარქო და ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსები მთელი ამ ხნის განმავლობაში განუწყვეტლივ ცდილობდნენ, მაგრამ ბოლშევიკური რეჟიმი დაჟინებით ეწინააღმდეგებოდა წმინდა ნაწილების მოწამეთის ტაძარში გადაბრძანებას.
სამართლიანობის აღდგენა ქართული სამღვდელოებისა და ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის გაბრიელის (ჩაჩანიძე) შეუპოვარი ბრძოლისა და მცდელობის შედეგად მხოლოდ 1954 წელს მოხერხდა და წმინდა დავით და კონსტანტინეს ნეშტები დიდი პატივითა და მორწმუნეთა სახალხო მსვლელობით, მოწამეთის აღდგენილ ტაძარს დაუბრუნდა.“


წყარო: ჟურნალი ”ისტორიანი”, ანდრო ჩაჩანიძის სტატია.
Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
სხვა სიახლეები
აბრეშუმის გზა
ამინდი
ახალციხე 21 °C
img
ახალქალაქი 16 °C
img
ასპინძა 24 °C
img
ადიგენი 18 °C
img
ბორჯომი 22 °C
img
თბილისი 24 °C
img
აბასთუმანი 17 °C
img
ბაკურიანი 15 °C
img
ნინოწმინდა 16 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8440
EUR
EUR
1
2.8713
RUB
RUB
100
2.9096
TRY
TRY
1
0.0822
USD
USD
1
2.6760
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetpark girişbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibom girişDeneme BonusuBets10 GirişEntrümpelung firmamedyamuhabiri.combetturkeybetturkey girişbetturkeybetturkey girişstarzbetstarzbet girişxslotxslot girişxslot güncel girişxslot yeni girişsuperbetinBinance Kayıt Olmaistanbul tabelacıreklam tabelatotem tabelabetkombahiscom twittertarafbet giriştarafbet giriştarafbet giriştarafbet girişmariobet girişmariobet twittermariobettarafbet giriştarafbet twittertarafbet adressweet bonanza demo oynabetturkey twitterBetnano girişbahiscom girişbahiscom twittersuperbetinstarzbet girişstarzbet twitterstarzbet girişstarzbet twittercasibombetturkey girişbetturkey twitterparibahiscasibomdeneme bonusu veren sitelerbahiscom girişbahiscom twitterstarzbetbetturkeydeneme bonusu veren sitelermarkajtv izleportobet hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom mariobetcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqosmariobetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibom giriş casibomhttps://www.iaimu.ac.id/wp-content/js/marsbahisimajbetmatbetjojobetholiganbetsekabetonwinsahabetonwinmarsbahisnakitbahispiabellacasinomeritkingdumanebetparibahisdinamobetgalabetimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobilbahismeritkingcasibomtrend topic satın alcasibomBetofficePusulabetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetsmovebetnanomavibetgoldenbahisçanakkale habersigara shopbahsegeltümbet twitterbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetsmovebetsmovebetcupbetcupbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobetinstagram close accountinstagram close accountsekabetmariobettrbetvdcasinoholiganbettümbetjojobetdinamobetbahiscomomegle livemobilbahiscasinometropolsahabetcasibomsafirbetmariobetsahabetMarsbahis Girişmeritkingbetparkgrandpashabet+18 filmvbetparibahisholiganbetbetebetvbetjojobetholiganbetcasibommarsbahismatbetsekabetonwinsahabetgrandpashabetnakitbahismeritkingbahsegelcratosslotkralbetdinamobetbetkanyonbets10imajbetgrandpashabetbetkomtürk pornoporno sexporno izlebedava pornomeritkingonwincasibomgrandpashabetMatadorbetgoldenbahisjojobetcasibomgrandbettingklasbahiskalebetPerabetholiganbettarafbetpokerklasyouwinbetpastipobetbetpasbetbooDeneme bonusu veren sitelermatadorbettarafbetmeritkingbetkanyon twittermarsbahiscasibom7slotsbets10kadiköy travestitarafbetSahabetgrandpashabetSahabetbetturkeyxslotholiganbetholiganbetThesakultahodeonbetbettiltbaywingoldenbahisinterbahismeritkingmarsbahisCasibompadisahbetkalebetqueenbetbetvolebetasusinterbahisbelugabahislimanbetmarsbahisbets10bets10ultrabetmarsbahisholiganbetimajbet