უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია შობის 25 დეკემბერს აღნიშვნას დაუშვებს
უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია შობის დღესასწაულის 25 დეკემბერს აღნიშვნას დაუშვებს - ეკლესიებს შეუძლიათ თავად აირჩიონ, როდის აღნიშნავენ შობას - 7 იანვარს, თუ 25 დეკემბერს.
გადაწყვეტილება უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მას შემდეგ მიიღო, რაც "მხედველობაში მიიღეს მრავალი თხოვნა და გაითვალისწინეს ის დისკუსია, რომელიც ეკლესიასა და საზოგადოებაში მრავალი წელია მიმდინარეობს".
გარდა ამის გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეკლესიამ გადაწყვეტილება "ომის გარემოებების" გამო მიიღო.
ცნობისთვის, ზოგიერთი მართლმადიდებლური ქვეყანა შობის დღესასწაულს იულიუსის კალენდრის მიხედვით, 7 იანვარს აღნიშნავს.