14 თებერვალს სინოდის სხდომა გაიმართება
14 თებერვალს სინოდის სხდომა გაიმართება.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
„მასმედიის დიდი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ სამშაბათს, 2023 წლის 14 თებერვალს, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის მოწვევით გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.