SSSS
Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2014/10/c922f2799e74dc328f967d5cfb35d6e4_1877.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2014/10/c922f2799e74dc328f967d5cfb35d6e4_1877.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2014/10/c922f2799e74dc328f967d5cfb35d6e4_1877.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2014/10/c922f2799e74dc328f967d5cfb35d6e4_1877.jpg?w=250" not exists.
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
სახალხო დამცველი: "მოხეში განვითარებული მოვლენები ხელისუფლების მხრიდან ადეკვატურ რეაგირებას საჭიროებს"
   საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები  სამცხე–ჯავახეთის მუფთს, სოფელ ჭელას წინამძღვარს და ადგილობრივ მუსლიმ თემს შეხვდნენ, რომელთა ინფორმაციით,  სოფელ მოხეში სადავოს შენობის რეაბილიტაციის გაგრძელება ორშაბათს 27 ოქტომბერს კვლავ იგეგმება. მათი შეფასებით, მსგავს მოქმედებას, სოფელ მოხეში შესაძლოა სიტუაციის რადიკალიზება მოჰყვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ოფიციალური გვერდი ინტერნეტში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “საქართველოს სახალხო დამცველი ითვალისწინებს რა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა, ასევე საქართველოს საპატრიარქოს მიერ სოფელ მოხეში განვითარებული მოვლენების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს აღნიშნული საკითხის დიალოგის რეჟიმში განხილვის აუცილებლობას. ხოლო, განხილვამდე დემონტაჟის პროცესის შეჩერებას. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სწორედ ის ორგანოა, რომელიც რელიგიის საკითხებზე, მათ შორის სადავო ნაგებობებთან დაკავშირებული დავების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა იყოს ჩართული.რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს განცხადებით, ისევე როგორც სამცხე–ჯავახეთის მუსლიმი მოსახლეობის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებისათვის მოწოდებული ინფორმაციით დასტურდება, რომ სოფელ მოხეში მდებარე ნაგებობასთან დაკავშირებით ადგილობრივმა თვითმმართველობამ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკითხის განხილვის პროცესში მონაწილეობა სააგენტოს არ მიუღია. ამასთან, სამცხე–ჯავახეთის მუფტმა საქართველოს სახალხო დამცველს მიაწოდა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ მუსლიმი მოსახლების მოთხოვნებით განცხადებები შეტანილი იყო, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ასევე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში. საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები 2014 წლის 24 ოქტომბერს იმყოფებოდნენ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში, იქ განვითარებული მოვლენების შესწავლის მიზნით. საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები შეხვდნენ და გაესაუბრნენ სოფლის მუსლიმ და მართლმადიდებელ მოსახლეობას, 2014 წლის 22 ოქტომბერს სოფელ მოხეში დაკავებულ პირებს. ასევე, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესა და ამავე მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს. საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალციხისა და ბორჯომის დროებითი მოთავსების იზოლატორებში, სადაც 2014 წლის 22 ოქტომბერს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში დაკავებული პირების დროებით მოთავსების იზოლატორში განთავსებისა და გარეგანი დათვალიერების ოქმებს გაეცნენ. ადგილობრივი მუსლიმების ახსნა–განმარტებებით დასტურდება, რომ 22 ოქტომბერს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ გამოყენებული იქნა გადამეტებული ძალა მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ. დროებითი მოთავსების იზოლატორში შედგენილი გარეგნული დათვალიერების ოქმები კი ადასტურებს, რომ დაკავებულ პირებს სხეულზე აღენიშნებოდათ სხვადასხვა სახის დაზიანებები. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება პოლიციელების მიერ 22 ოქტომბერს სავარაუდო ძალის გადამეტების ფაქტებზე და უმოკლეს ვადებში გააცნონ საქართველოს სახალხო დამცველს და საზოგადოებას გამოძიების შედეგები. აუცილებელია, რომ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ გამოყენებული გადამეტებული ძალის ფაქტები არ დარჩეს დაუსჯელი. საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებისათვის მიცემულ ახსნა–განმარტებაში ადგილობრივი მუსლიმები ასევე საუბრობენ სადავო ნაგებობის დასუფთავებაში პოლიციის წარმომადგენლების მონაწილეობაზე, მაშინ როცა საქართველოს პოლიცია საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად (მუხ. 3, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი). ამასთან, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–8 მუხლის თანახმად, „პოლიციელი თავის საქმიანობაში განუხრელად იცავს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპებს“. საქართველოს სახალხო დამცველის მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად და არ დაუშვას რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დარღვევა. სახელმწიფო მოხელეთა მოქმედებები ყველა დონეზე უნდა ემყარებოდეს თანასწორუფლებიანობას და უზრუნველყოფდეს ქვეყანაში ტოლერანტული გარემოს შექმნას. საქართველოს სახალხო დამცველის აგრძელებს სოფელ მოხეში განვითარებული მოვლენების შესწავლას.”

c922f2799e74dc328f967d5cfb35d6e4_1877   საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები  სამცხე–ჯავახეთის მუფთს, სოფელ ჭელას წინამძღვარს და ადგილობრივ მუსლიმ თემს შეხვდნენ, რომელთა ინფორმაციით,  სოფელ მოხეში სადავოს შენობის რეაბილიტაციის გაგრძელება ორშაბათს 27 ოქტომბერს კვლავ იგეგმება. მათი შეფასებით, მსგავს მოქმედებას, სოფელ მოხეში შესაძლოა სიტუაციის რადიკალიზება მოჰყვეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ოფიციალური გვერდი ინტერნეტში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“საქართველოს სახალხო დამცველი ითვალისწინებს რა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა, ასევე საქართველოს საპატრიარქოს მიერ სოფელ მოხეში განვითარებული მოვლენების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს აღნიშნული საკითხის დიალოგის რეჟიმში განხილვის აუცილებლობას. ხოლო, განხილვამდე დემონტაჟის პროცესის შეჩერებას. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სწორედ ის ორგანოა, რომელიც რელიგიის საკითხებზე, მათ შორის სადავო ნაგებობებთან დაკავშირებული დავების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა იყოს ჩართული.რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს განცხადებით, ისევე როგორც სამცხე–ჯავახეთის მუსლიმი მოსახლეობის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებისათვის მოწოდებული ინფორმაციით დასტურდება, რომ სოფელ მოხეში მდებარე ნაგებობასთან დაკავშირებით ადგილობრივმა თვითმმართველობამ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკითხის განხილვის პროცესში მონაწილეობა სააგენტოს არ მიუღია. ამასთან, სამცხე–ჯავახეთის მუფტმა საქართველოს სახალხო დამცველს მიაწოდა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ მუსლიმი მოსახლების მოთხოვნებით განცხადებები შეტანილი იყო, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ასევე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში.

საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები 2014 წლის 24 ოქტომბერს იმყოფებოდნენ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში, იქ განვითარებული მოვლენების შესწავლის მიზნით. საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები შეხვდნენ და გაესაუბრნენ სოფლის მუსლიმ და მართლმადიდებელ მოსახლეობას, 2014 წლის 22 ოქტომბერს სოფელ მოხეში დაკავებულ პირებს. ასევე, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესა და ამავე მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს. საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალციხისა და ბორჯომის დროებითი მოთავსების იზოლატორებში, სადაც 2014 წლის 22 ოქტომბერს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში დაკავებული პირების დროებით მოთავსების იზოლატორში განთავსებისა და გარეგანი დათვალიერების ოქმებს გაეცნენ. ადგილობრივი მუსლიმების ახსნა–განმარტებებით დასტურდება, რომ 22 ოქტომბერს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ გამოყენებული იქნა გადამეტებული ძალა მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ. დროებითი მოთავსების იზოლატორში შედგენილი გარეგნული დათვალიერების ოქმები კი ადასტურებს, რომ დაკავებულ პირებს სხეულზე აღენიშნებოდათ სხვადასხვა სახის დაზიანებები.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება პოლიციელების მიერ 22 ოქტომბერს სავარაუდო ძალის გადამეტების ფაქტებზე და უმოკლეს ვადებში გააცნონ საქართველოს სახალხო დამცველს და საზოგადოებას გამოძიების შედეგები. აუცილებელია, რომ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ გამოყენებული გადამეტებული ძალის ფაქტები არ დარჩეს დაუსჯელი.

საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებისათვის მიცემულ ახსნა–განმარტებაში ადგილობრივი მუსლიმები ასევე საუბრობენ სადავო ნაგებობის დასუფთავებაში პოლიციის წარმომადგენლების მონაწილეობაზე, მაშინ როცა საქართველოს პოლიცია საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად (მუხ. 3, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი). ამასთან, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–8 მუხლის თანახმად, „პოლიციელი თავის საქმიანობაში განუხრელად იცავს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპებს“.

საქართველოს სახალხო დამცველის მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად და არ დაუშვას რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დარღვევა. სახელმწიფო მოხელეთა მოქმედებები ყველა დონეზე უნდა ემყარებოდეს თანასწორუფლებიანობას და უზრუნველყოფდეს ქვეყანაში ტოლერანტული გარემოს შექმნას.

საქართველოს სახალხო დამცველის აგრძელებს სოფელ მოხეში განვითარებული მოვლენების შესწავლას.”

Facebook Twitter
კვირის პოპულარული
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« იანვარი  »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터pornAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activatecasibom güncel girişfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기matadorbetdizipaltürk ifşa킹콩티비tipobet스마일퀄리티holiganbetmatadorbetmatadorbetjojobethuqqabetสล็อตเว็บตรงmatbetmegapari girişStreameastbahis siteleri 2025jojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftjojobetbetpascasibomcasibom girişjojobetholiganbet 1182www.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftCasibomwww.mcgift.giftcardmall.com balancewww.mcgift.giftcardmall.com balancetm menards loginnerobet girişsekabetjojobetcasibomcasibomcasibom girişbets10jojobetbetpassahabetumzugsfirma wiengrandpashabethttps://vozolturkiyedistributoru.com/collections/tereacasibom9018Casibomdizipalmarsbahisjojobetjojobetmarsbahiskralbetjojobetultrabet girişalanya escortJojobetcasibompusulabetgiftcardmall/mygiftbetlikekingbet188 slotultrabetdeneme bonusu veren siteler 2026все казиноcasibom giriş1xbet girişbetpastipobetPadişahbetbets10sekabet girişmarsbahisextrabetjojobet girişjojobet girişiptv satın aljojobet girişgrandpashabetmatbetvdcasinoslotdayjojobetjojobetmeritkingmatbetbetpark twitterbetpasbetpassekabetJojobetmagic mushroomscratosroyalbettaraftarium24betasus girişjojobetStreameastkiralık hackerbetpaselexbetcasibomcasibomvdcasinomp3 juicematbetTv96, Tv96 Live, 96TV, TV 96, Streaming, Links, Football English tvcasibomalobet