კათოლიკე და სომხური სამოციქულო ეკლესიები ბზობას ზეიმობენ
დღეს, 2 აპრილს, კათოლიკეები და სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლები ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთ მთავარ საუფლო დღესასწაულს, ბზობას აღნიშნავენ.
ბზობა, ანუ ბაიაობა მოძრავი დღესასწაულია და აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ტაძრებში სადღესასწაულო მსახურება სრულდება.
ქრისტიანული კულტის მსახურებაში ბზობის დღესასწაულის აღნიშვნა მეოთხე საუკუნეში შემოვიდა. იგი საწყისს ძველი ებრაული დღესასწაულიდან იღებს. ბზობის შინაარსი დაფუძნებულია სახარების იმ ნაწილზე, რომელშიც გადმოცემულია იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იესო ქრისტეს შესვლის ამბავი.
სახარების მიხედვით მაცხოვარს მოსახლეობა ზეიმით შეეგება, ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოს, ზოგი კი პალმის ტოტებს– ბაიას უფენდა და ოსანას შესძახოდა.
ბზობის რიტუალი სიმბოლურად იმეორებს სახარების ამ მოთხრობის ზოგიერთ დეტალს და ამიტომ მღვდელმასხურნი მლოცველების მიერ მიტანილ ტოტებს აკურთხხებენ და „ოსანას“ გალობენ. მრავალ ქვეყანაში პალმის მაგივრობას ბზა და ტირიფი ასრულებს.