რელიგია
ქრისტიანთა ნაწილი დღეს აღდგომას აღნიშნავს
დღეს, 9 აპრილს, სომხური სამოციქულო ეკლესია და კათოლიკური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.
საეკლესიო დღესასწაული კათოლიკურ ტაძრებში დიდი შაბათის საღამოს დაიწყო. ამ დღეს ცეცხლი და წყალი აკურთხეს და სააღდგომო ღვთისმსახურება ჩაატარეს. შემდეგ დაიწყო მსვლელობა ლოცვებითა და გალობით. აღდგომის წინ გაქრისტიანება კათოლიკეებისთვის განსაკუთრებული პატივია.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული სომხურ სამოციქულო ეკლესიაშიც აღნიშნეს. დიდი შაბათის საღამოს აღევლინა წმიდა ლიტურგია. ძველად ყოველ კვირას ნავთის ნათურებში ზეთს ასხამდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ. მოგვიანებით მას უწოდეს ,,ღვთის ნათელი ზეციდან".
ეკლესიებში მაცხოვრის აღდგომას კვირა დღეს ზარების რეკვით და მსვლელობებით აღნიშნავენ. ქრისტიანობის მთავარი სიმბოლო შეღებილი კვერცხია.
გააზიარეთ :