კათოლიკე და სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლი ამაღლებას ზეიმობს
18 მაისს კათოლიკური, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია და ევანგელურ-ლუთერული ეკლესიები ამაღლებას ზეიმობენ.
სახარება გვაუწყებს, რომ ბრწყინვალე აღდგომიდან მეორმოცე დღეს უფალი უკანასკნელად გამოეცხადა თავის მოწაფეებს, აღუთქვა მათ, რომ მოუვლენდა სულიწმინდის მადლს და იერუსალიმში დარჩენა უბრძანა, ხოლო ამის შემდგომ გამოიყვანა მოწაფეები ელეონის მთაზე, აკურთხა და ზეცად ამაღლდა.