მუსლიმები ყურბან ბაირამს ზეიმობენ
სრულიად მუსლიმური სამყარო ერთ-ერთ მნიშვნელოვან, მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს, ყურბან ბაირამს (იდ ალ-ადჰა) ზეიმობს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დღესასწაული სამი-ოთხი დღე გრძელდება.
„ამ პერიოდში მორწმუნის ერთ-ერთი უმთავრესი ვალდებულება ღვთის სიყვარულისა და მორჩილების გამოსახატად მსხვერპლის შეწირვაა. მუსლიმურ ტრადიციაში ეს დღესასწაული აახლოებს ადამიანს ღმერთთან, ხოლო ცხოველის რიტუალური შეწირვა (რომელსაც ურიგებენ ღარიბ-ღატაკებს) გულისხმობს სულიერ მიმართვას ღმერთისადმი. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა მუსლიმს დღესასწაულს და უსურვებს წარმატებას”,- ნათქვამია ინფორმაციაში.