როცა ბავშვს ტელეფონს ვერ აშორებ..
მამა საბა ჭიკაიძე მშობლებს ურჩევს, რა უნდა გააკეთონ იმ შემთხვევაში, როცა ბავშვს ტელეფონს ვერ აშორებთ:
„ნუ იქნებით ძალიან რადიკალურები. დაუწესეთ ბავშვს საზღვრები და დრო. მაგალითად მიეცით ტელეფონი რომ ითამაშოს რაღაც დროით. შემდეგ ჩამოართვით. წინასწარ შეუთანხმდით. იმ შეთანხმების მიხედვით, მას შეახსენებთ, რომ დრო გავიდა. შემდეგ ისევ მოთმინებით დაელოდება ხელახლა იმ დროს, როცა კვლავ ექნება საშუალება ტელეფონით თამაშის.
ამასობაში ის დრო სხვანაირად ჯანსაღად უნდა დაიტვირთოს, მაგალითად გარეთ გავიდეს და გაერთოს. ან თუნდაც წიგნი წაიკითხოს, ან სახლში გაერთოს სხვა რამე ითამაშოს. სხვანაირად არ გამოვა. ახლა ასე ბოლომდე ვერ შეუზღუდავთ მოზარდებს უფლებას. ეს წარმოუდგენელია...“- ამბობს მამა საბა.
ტელეფონთან თამაშისთვის დროის დაწესებაზე საუბრობს ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძეც:
,,დაუწესეთ ბავშვებს დრო.. მიაჩვიეთ პირობის შესრულებას. სხვა შემთხვევაში, ცხოვრება ისე ჩაუვლით, ვერც გაიგებენ" - აღნიშნავს მხეიძე.