საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, დღეს, 12:00 საათიდან, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა იმართება.
„2023 წლის 2 ნოემბერს, 12 საათზე, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის მოწვევით გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა.
აღსანიშნავია, რომ წელს სინოდის სხდომა მეორედ ტარდება. პირველად წმინდა სინოდი 2023 წლის 14 თებერვალს შეიკრიბა“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური "ფეისბუქზე" ავრცელებს.