SSSS


რელიგია
სულიერად განმტკიცდით და გაძლიერდით, და არაფრის შეგეშინდეთ! - საშობაო ეპისტოლე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლე:

„საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

„იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“
(უძველესი იადგარი)

მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან დღემდე ყველა, ვინც სათნო ეყო ღმერთს – წმინდა მამანი და დედანი, ის ოჯახები, რომელთა მემკვიდრეობაშიც ინება უფალმა განხორციელება, მოვიხსენოთ წმინდანები, რომელთაც წინასწარ გვიქადაგეს ღვთის სიტყვის ხორცშესხმა და ის უცნობი მოძღვარნი და ერისკაცნი, რომელნიც ქრისტეს მოსვლის მოლოდინს სასოებით გადასცემდნენ თაობებს.

ესენი ძირითადად იყვნენ იმ პერიოდის მსოფლიოში ჭეშმარიტი ღვთის მადიდებელი ერთადერთი ერის, ისრაელის, შვილნი. მართალია, იშვიათად სხვა ხალხებშიც არსებობდნენ სულიერებით გამორჩეული პიროვნებები, მაგრამ მხოლოდ ამ წიაღმა შეძლო, უწყვეტად შეენარჩუნებინა კავშირი ღმერთთან და ჩირაღდნად ქცეულიყო მთელი წარმართული კაცობრიობისთვის; იმ კაცობრიობისათვის, რომელმაც არაერთი ცივილიზაცია შექმნა და რომელსაც საოცარი მიღწევები ჰქონდა ფილოსოფიაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, მწერლობაში, ხელოვნებაში…

მაინც რით შეძლო, ერთი შეხედვით, უბრალო ერმა, გამორჩეული ყოფილიყო ასურეთის, ბაბილონის, სპარსეთის, ეგვიპტის, კრეტა-მიკენის, ბერძენთა, რომაელთა და სხვა იმპერიებთან შედარებით?

ამ იმპერიებში დაკარგული იყო უმთავრესი – ჭეშმარიტი ღვთის ცოდნა. ამა თუ იმ სფეროში გამოვლენილი დიდი განვითარების მიუხედავად, წარმართული საზოგადოება უდიდესწილად იყო ძალადობრივი, ჩაგვრითი, ეგოცენტრული, თავის თავზე ორიენტირებული.

ჩვეულებრივი ამბავი იყო, რომ ძლიერი ხელისუფალი თუ პიროვნება იმონებდა სუსტს; იმპერატორებს სხვათა ტერიტორიებისა და მათი ძალაუფლების ხელში ჩაგდების დაუოკებელი სურვილი ამოძრავებდათ; იყო გაუთავებელი ომები, შური, ღალატი, ვერცხლისმოყვარეობა, აღვირახსნილი ცხოვრება და გაუკუღმართებული ურთიერთობები; ადამიანის ღირსება – გათელილი და გაუფასურებული, დაბალი ფენის მამაკაცები და, განსაკუთრებით, ქალები – მოხმარების საგნად ქცეულნი.

ყოველივე ამას კიდევ უფრო ამძაფრებდა ის გარემოება, რომ წარმართული „ღმერთებიც” მიწიერნი იყვნენ, რომელთათვისაც უცხო არ იყო ადამიანური ვნებანი. სულიერი ხსნა კი არსად ჩანდა და სიცოცხლესაც არ ჰქონდა აზრი.

ასეთ მძიმე გარემოში, მართალია, დიდი დაცემებით, მაგრამ მაინც ახერხებდა იაკობის მოდგმა, თავის წიაღში დაეცვა ცხოვრების საღვთო, სარწმუნოებრივი წესი, მოყვასის სიყვარული, შეენარჩუნებინა მესიის მოსვლის მოლოდინი, მოლოდინი გადარჩენისა და განცდა იმისა, რომ ამქვეყნადაც ყველაფერი და თვით სამეფო საყდარიც ზეციურ უფალს უნდა ეკუთვნოდეს და იგი უნდა იყოს ერის წინამძღოლი; რომ ხელისუფალნიც, მოძღვარნიც, წარჩინებულნიც და რიგითი მოქალაქენიც, თავისი მოვალეობისამებრ, მის ნებას უნდა აღასრულებდნენ.

ეს ყოველივე მთელი სისავსით მეფეთა შორის ყველაზე ნათლად წმინდა დავით წინასწარმეტყველს ჰქონდა გაცნობიერებული. როდესაც იგი შაბათობით აღთქმის კიდობნის წინ ლოცვად დგებოდა, სამღვდელოებისა და ერის წინაშე ხმამაღლა შეჰღაღადებდა ხოლმე შემოქმედს:

„შენი მეფობა (ღმერთო), მეფობაა ყველა საუკუნეზე და შენი სუფევაა ყველა თაობაზე“ (ფს.144,13); „უფალს ეკუთვნის მეფობა და ის არის ხალხთა მბრძანებელი“ (ფს.21,29) და სხვა.

მან ეს ლოცვები, რომლებიც ზეციური მეუფისა და მისი სასუფევლისადმი იყო მიმართული, სავალდებულოდ დაუწესა თავის შთამომავალ მეფეებსაც და ხალხსაც.

აღსანიშნავია ისიც, რომ საუკუნეთა მანძილზე რომელ ქვეყანასაც ისრაელის მცირერიცხოვან ერთან ჰქონდა შეხება, თუნდაც იგი დამპყრობელი ყოფილიყო, ისრაელი ჭეშმარიტი სარწმუნოების მქადაგებლობით მაინც მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა მასზე და საყოველთაო გადარჩენის მოლოდინს აღვიძებდა ყველაში.

შეგახსენებთ ერთ მონაკვეთს ბაბილონის ცნობილი მეფის ცხოვრებიდან:

ბაბილონის იმპერიის ზეობის პერიოდში მას ნაბუქოდონოსორი განაგებდა. მან მრავალი სამეფო დაიმორჩილა, მათ შორის, იუდეაც და დაპყრობილი ქვეყნებიდან მძევლად წაიყვანა ხელისუფალთა შვილები და ნიჭიერი ახალგაზრდები. ყმაწვილებს შორის იყო დანიელიც იუდეადან – წინასწარმეტყველური ნიჭით დაჯილდოებული, გონიერი, მოსეს სჯულის მტკიცე დამცველი ჭაბუკი.

ერთხელ ნაბუქოდონოსორმა უცნაური და მრავლისმთქმელი სიზმარი ნახა. შეძრწუნებულს გამოეღვიძა და მის ასახსნელად თავისი სამფლობელოს ყველა მისანს, ქურუმს, მოგვსა და ვარსკვლავთმრიცხველს უხმო. უნდოდა, მათგან სიმართლე მოესმინა, ამიტომაც მეტად უცნაური რამ მოსთხოვა: მათ უნდა გამოეცნოთ, თუ რა სიზმარი იხილა მბრძანებელმა, და აეხსნათ მისი მნიშვნელობა; წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას სიკვდილი და სახლ-კარის გადაწვა ემუქრებოდა.

სასახლის შეშინებულმა ბრძენკაცებმა შეჰბედეს მეფეს და უთხრეს: მსგავსი რამ არავის არასდროს მოუთხოვია. თქვენს სურვილს კაცთაგან ვერავინ შეასრულებსო.

ნაბუქოდონოსორმა ყველას წამება ბრძანა.

ვიდრე მისი განკარგულება აღსრულდებოდა, წინასწარმეტყველმა დანიელმა ითხოვა მეფესთან შეხვედრა და, სიკვდილმისჯილთა გათავისუფლების სანაცვლოდ, სიზმრის ახსნა აღუთქვა, რადგან მან და მისმა მეგობრებმა ზეციური ღმერთისგან გამოითხოვეს შემწეობა ამ საიდუმლოს გასაგებად და უფალმაც დანიელს განუცხადა დაფარული.

ჭაბუკმა უთხრა მეფეს, რომ სიზმრით უფალმა აუწყა იმ დღეთა და ხელმწიფებათა შესახებ, რომლებიც მის შემდეგ იქნებოდნენ. კერძოდ, იხილა დიდი და საოცრად ელვარე, მაგრამ საშინელი შესახედაობის ქანდაკება, კერპი, რომელსაც თავი ოქროსი ჰქონდა, ხელები და მკერდი – ვერცხლის, მუცელი და თეძოები – სპილენძის, ხოლო ქვედა კიდურები – რკინისა და, ნაწილობრივ, თიხის. შორიახლოს იყო მთა, საიდანაც თავისით, ხელის უკვრელად ლოდი დაგორდა, კერპს რკინისა და თიხის ფეხებზე დაეცა და იგი ერთიანად შემუსრა. შემდეგ ეს ლოდი დიდ მთად იქცა და მთელი დედამიწა აღავსო.

ჭაბუკმა წინასწარმეტყველმა ისიც განუმარტა მბრძანებელს, რომ ნანახი კერპი ოთხი იმპერიის სიმბოლო იყო. ოქროს თავი მას და ბაბილონს განასახიერებდა, დანარჩენები კი, შედარებით ნაკლებნი, იმ იმპერიებს, რომლებიც ბაბილონის შემდეგ აღორძინდებოდნენ (იგულისხმება სპარსეთის, საბერძნეთის, რომის) და რომ მეოთხე იმპერიის ზეობისას ამქვეყნად მოიწეოდა მეუფება მარადიული და ჭეშმარიტი, რომელიც შემუსრავდა ყველა სამეფოს დედამიწაზე, თვითონ კი უკუნისამდე იარსებებდა.

ნაბუქოდონოსორი გაოცებული და შეძრული იყო მოსმენილით. იგი დაემხო მიწაზე და აღმოთქვა: „ჭეშმარიტად, ღმერთთა ღმერთია თქვენი ღმერთი და მეფეთა მეუფე“. შემდეგ კი დანიელი დანიშნა თავის კარზე მთავარ მრჩევლად.

მართალია, მეფემ აღიარა ძლიერება ჭეშმარიტი ღვთისა, რომლის სიდიადე სხვა დროსაც კიდევ რამდენიმეჯერ იხილა, მაგრამ წინაპრების კერპებს მაინც ვერ განეშორა, თუმც იუდეველთა რწმენის პატივისმცემელი გახდა და აღარ აიძულებდა მათ, ბაბილონის პანთეონისთვის ეცათ თაყვანი.

ამ ამბებზე მთელი ბაბილონი საუბრობდა – ხალხიც, სიკვდილს გადარჩენილი მოგვებიც და სხვა ბრძენნიც ისტორიებს თაობიდან თაობებს გადასცემდნენ.
მათ წინასწარმეტყველ დანიელისგანვე იცოდნენ, რომ ის სიზმრისეული ლოდი შვიდ შვიდათეულში, ანუ 490 წელიწადში განეცხადებოდა სამყაროს; ამიტომაც, როდესაც ეს დრო დადგა და იხილეს უჩვეულო ვარსკვლავი, მოგვებმა იგრძნეს ჟამის მოახლოება; სამეფო ძღვენი – გუნდრუკი, ოქრო და მური თანაწარიღეს და ვარსკვლავს გაჰყვნენ დასავლეთისკენ მიგებებად მესიისა.

და მართლაც, ნაბუქდონოსორის სიზმრის მეოთხე სამეფოს, რომის იმპერიის, ბატონობის პერიოდში, I საუკუნეში, იუდეაში, დავით მეფის ქალაქად წოდებულ ბეთლემში, კაცობრივი ბუნების მიღებით, ადამის მოდგმის გადასარჩენად მოგვევლინა ძე ღვთისა. იგი სიმბოლურად დანიელ წინასწარმეტყველის სიზმრის ლოდია (დან. 2.45), რომელიც თავისთავად მოსწყდა მთას (იგულისხმება მისი უბიწოდ შობა ღვთისმშობლისგან) და დედამიწა აღავსო.

ქვაბულში, პირუტყვის ბაგაში მწოლი ჩვილი – უფალი იესო ქრისტე საოცარი სიმდაბლით წარუდგა მსოფლიოს, რათა თავისი ხორციელი მყოფობის პირველივე წუთებიდან კაცობრიობისთვის მიეცა მაგალითი თავმდაბლობისა, უბრალოებისა და თავისი ქმნილებისადმი განუზომელი სიყვარულისა.

იესოს ამქვეყნად მობრძანებით, ერთი მხრივ, აღსრულდა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველება, მეორე მხრივ კი, გარკვეული აზრი მიეცა თვით წინაქრისტიანულ ეპოქათა მიღწევებსაც, რადგან, ღმერთთან მარადიული თანამყოფობის შესაძლებლობის მოტანით, აზრი მიეცა სიცოცხლეს; ამასთან, ქრისტეს ეკლესიის სახით სათავე დაედო მაცხოვნებელ წიაღს, რომელსაც მიწიერი წარმომავლობა არა აქვს, ზეციურია, ღვთისგანაა დაფუძნებული და წარუვალი, თუმცა ამქვეყნად მყოფობს.

მისი წევრი შეიძლება გახდეს ყველა, ვინც სამოთხეში ჩადენილი ცოდვით შებღალულ შემოქმედის ხატებასა და მსგავსებას თავის თავში განაახლებს, ანუ ღვთისა და ადამიანის ჭეშმარიტი სიყვარულით აღვსილი (იგულისხმება ნებისმიერი ადამიანი და არა მხოლოდ თავისი ერის წარმომადგენელი, როგორც ეს ძველ აღთქმაში იყო), ყოვლადწმინდა სამების სახელით მონათლული და აღსარებითა და ზიარებით მასთან დაკავშირებული მაცხოვრის მცნებებით ახალ ცხოვრებას დაიწყებს.

„არა არს ჰურიაება, არცა წარმართება, არა არს მონება, არცა აზნაურება, არა არს გარჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქვენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესოს მიერ“ (გალ.3,28) – აი, ყოვლად აღმატებული სწავლება, რომელმაც მახვილივით განკვეთა ძველი სამყარო.

შეიყვარე მოყვასი, ვითარცა თავი თვისი და შეიყვარე მტერიც! შეუნდე მონანულს, „არავის მიაგოთ ბოროტი ბოროტისა წილ, კეთილს ცდილობდეთ ყველა ადამიანის წინაშე; თუ შესაძლებელია, თქვენის მხრივ, ყველა ადამიანთან მშვიდობით იყავით“ (რომ.12, 17-18).


თუ გსურს პირველობა ან უპირატესად ყოფნა, გახდი ყველას მსახური (ანუ – თავმდაბალი ყველას მიმართ), დაიცავი გულის სიწმინდე, ნუ გააკეთებ სიკეთეს საჩვენებლად და გაეცი მოწყალება უშურველად, სამაგიეროს მიღების სურვილის გარეშე; იცხოვრე სხვისთვის, როგორც ცხოვრობ საკუთარი თავისთვის, ხოლო ვინც შეძლებს, თავი გაწიროს სხვისთვის, იგი უმაღლეს სათნოებას მოიპოვებს – ასეთი რამ მანამდე არ სმენია კაცობრიობას.

ეს იყო მაცხოვრისგან ადამიანთა აზროვნების რადიკალურად შემობრუნების შეთავაზება, შეთავაზება სულ სხვა სიმაღლისა, სულ სხვა დიდებისა; გაცხადება მისთვის ჭეშმარიტი ღვთისა და ჭეშმარიტი ადამიანობისა.

კაცობრიობას ეს რომ გაეცნობიერებინა და თითოეულ ჩვენგანს ამისთვის მიეღწია, იესო გახდა სრული ადამიანი (ცოდვის გარეშე), რათა ჩვენ გავმხდარიყავით მადლით ღმერთნი;

ეს ურთულესი პროცესია და დიდ ძალისხმევას ითხოვს, რადგან ცხოვრების გზაზე ნებისმიერ ადამიანს მრავალი დაბრკოლება ხვდება, მით უმეტეს – მართლმორწმუნეს.

შეიძლება თქვენ დიდ ცოდვაშიც ჩავარდეთ და მძიმე ვითარებაში აღმოჩნდეთ, მაგრამ იცოდეთ, გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს!

არასდროს იფიქროთ თვითმკვლელობაზე, არ მისცეთ სულს ამ დამღუპველი სისუსტის დაშვების უფლება. ჩვენ სიცოცხლე იმიტომ მოგვეცა, რომ წარმავალი სიცოცხლიდან მარადიულ სიცოცხლეში გადავინაცვლოთ! გახსოვდეთ, სინანულს უდიდესი ძალა აქვს და მას სასწაულის მოხდენა ძალუძს. ამიტომაც არ შეეგუოთ დაცემას და ღვთის იმედი მუდამ გქონდეთ.

გწამდეთ, უფალი ყოველგვარ ტკივილს სიკეთედ და ჩვენი სულიერი წინსვლის საშუალებად აქცევს, თუ ლოცვითა და სინანულით დავითმენთ განსაცდელს და მაცხოვრის სწავლებით წარვემართებით.

* * *

ქრისტიანულმა სარწმუნოებამ უდიდესი წვლილი შეიტანა და გადამწყვეტ ფაქტორად იქცა მრავალი ქვეყნის ისტორიაში, მათ შორის, ევროპის და სხვა სახელმწიფოთა ფორმირებაში; მაგრამ უფლის მეორედ მოსვლამდე, ანუ მარადიული სასუფევლის დამყარებამდე, მუდმივად იქნება ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის, მუდმივად დაგვჭირდება სულ უფრო მეტი ძალისხმევა სიწმინდის დასაცავად, რადგან ეს დაპირისპირება თანდათან უფრო მასშტაბურ ხასიათს იღებს.

ავიღოთ თუნდაც ჩვენი დრო.

სამყარო ყოველთვის წინააღმდეგობრივი იყო, მაგრამ დღევანდელ კონფლიქტებსა და ომებს თან სდევს რეალური საშიშროება იმისა, რომ ნებისმიერი მათგანი მსოფლიო კატასტროფად იქცეს და მთელი კაცობრიობა გაანადგუროს. ამიტომაც ყველას, ჩვენი შესაძლებლობებისამებრ, გვმართებს ზრუნვა მშვიდობისთვის. ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი და მთელი მსოფლიო.

მოგეხსენებათ ისიც, რომ ბოლო საუკუნეებში შესუსტდა ჭეშმარიტი რწმენა და იმძლავრა უღმერთობამ; შემოქმედის ადგილი ადამიანმა თავისი თავით ჩაანაცვლა. წინ წამოიწია პრინციპმა – ჩემი მორალი და შეხედულება განსაზღვრავს ჩემს რწმენას; მაშინ როდესაც სწორედ რწმენა ღვთისა და მისმიერი მცნებები განსაზღვრავს მორალსაც და შეხედულებებსაც.

დღეს, როგორც არასდროს, გაჩნდა რეალური საშიშროება იმისაც, რომ ადამიანის ეგოცენტრულობამ საფრთხე შეუქმნას იმ მიზანს, რისთვისაც საერთოდ დავიბადეთ, რადგან მსოფლიო ტექნოლოგიურად ვითარდება, მაგრამ მას ჩვენი სულიერი წინსვლა ჩამორჩება და ვდგებით მრავალი ფსიქოლოგიური და ბიოეთიკური გამოწვევის წინაშე.

ჩვენს ცხოვრებაში უკვე განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ხელოვნური ინტელექტიც, რასაც სამეცნიერო წრეებში მანქანური სწავლებით მიღებული ხელოვნური ინტელექტის მოდელს უწოდებენ.

ცნობილია, რომ ხელოვნური ინტელექტი არის კაცობრიობის მიერ დაგროვილი ცოდნის ჯამი, კოლექტიური ცოდნა, რომელიც ალგორითმებით იძლევა შესაბამის ინფორმაციას. ამ საშუალებით ადამიანს ექნება წვდომა მრავალგვარ მონაცემებზე მისთვის სასურველ ნებისმიერ სფეროში, რაც ტექნოლოგიურ წინსვლას კიდევ უფრო დააჩქარებს.

ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენციალი, უდიდესი გარდატეხა შეიტანოს ჩვენს ცხოვრებაში და მთლიანად შეცვალოს ჩვენი ყოველდღიურობა, თუმცა ადამიანის სულიერი განვითარების გარეშე, მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებიც აუცილებლად გასათვალისწინებელია.

უფრო და უფრო მკვეთრად დგება კითხვა: შეძლებს ადამიანი, გააერთიანოს ქრისტიანული ცხოვრების წესი და თუნდაც ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და ღვთის სადიდებლად მიმართოს იგი? თუ თავის თავში დაჯერებული, თავისივე ქმნილებით მოხიბლული და მასზე მიჯაჭვული ადამიანი ღმერთს კიდევ უფრო განეშორება?

ვფიქრობ, მეტად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგების და იმ სპეციალისტების შეხედულებების გაცნობა, რომელთაც ხელოვნურ ინტელექტთან აქვთ შეხება, რადგან უახლოეს მომავალში ყველა ამ ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდება და აუცილებელია, ჩვენი საზოგადოება მომზადებული შეხვდეს მას.

ერთი რამ კი ცხადია: თითოეული ჩვენგანი უნდა ისწრაფვოდეს პიროვნული სრულყოფილებისკენ, რაც, უპირველეს ყოვლისა, ღვთის შეცნობის და მისი ჭეშმარიტების წვდომის სურვილს გულისხმობს.

ღმერთი ლოგიკურ კატეგორიებზე მაღლა დგას, ადამიანური გონება მას ვერ მისწვდება ვერც კაცობრივი ცოდნის მთლიანი ჯამით და ვერც ინფორმაციის სისავსით, ამიტომაც, ცოდნასთან ერთად, საჭიროა რწმენა და ღვთიური მადლით აღვსება, რომ ადამიანი წარმართულ მდგომარეობას არ დაუბრუნდეს.

* * *
ღვთის ერში, ძველი აღთქმის წიაღში, დაიბადა დედათა შორის კურთხეული, ყოვლადწმინდა ქალწული, რომლის მიერაც იშვა მაცხოვარი სოფლისა – ადამისა და ევას ცოდვათა და ცრემლთა აღმხოცველი.

უფალი მოვიდა ამქვეყნად, რათა კვლავ გაეგრძელებინა განსწავლა კაცობრიობისა, როგორც ამას ედემში, ჩვენს პირველმშობლებთან მიმართებაში იქმოდა.

ქრისტიანობის ისტორია სავსეა ჭეშმარიტად განსწავლული ადამიანებით, რომელთა შრომები სიბრძნის ულევი წყაროა.

გავიხსენოთ მოციქულები, აგრეთვე წმინდა მამები: ბასილი დიდი, გრიგოლი ღვთისმეტყველი, იოანე დამასკელი, იოანე ოქროპირი, ეფრემ ასური და სხვანი მრავალნი.

გავიხსენოთ სოლომონ ბრძენიც და მისი სიტყვები: „მან (ღმერთმა) მომცა მე არსებულთა უტყუარი ცოდნა, რათა შემეცნო სამყაროს წყობა და სტიქიათა მოქმედება, დასაბამი, დასასრული და შუახანი, მზებუდობათა მონაცვლეობა და არეთა შენაცვლებანი, წელიწადის ბრუნვა და ვარსკვლავთა განლაგება, ცხოველთა ბუნება და მხეცთა თვისება, ქართა ქროლვა და კაცთა ზრახვანი, მცენარეთა მრავალფეროვნება და ფესვების ძალა. ყოველივე შევიცანი, დაფარულიც და განცხადებულიც, რადგან სიბრძნემ განმსწავლა, ყოველთა შემოქმედმა“ (სიბრძნე სოლომონისა 7, 17- 21).

მოვიხსენოთ ადამიც, რომელსაც, ყველასგან განსხვავებით, სამოთხისეული განსწავლა, შემდგომ კი, ჩადენილი ცოდვის გამო, ღრმა სინანული ჰქონდა.
ამიტომაც მან და მისმა შვილმა, სეითმა, მთელი ცოდნა და ძალისხმევა ღმრთის სათნოყოფისთვის და მარადიულ ნეტარებაში დაბრუნებისკენ მიმართეს, განსხვავებით კაენისა და მისი შთამომავლებისაგან, რომელთაც ღმერთი დაივიწყეს და თავიანთი მონდომება ამქვეყნიური კეთილდღეობისკენ წარმართეს; აღარ ზრუნავდნენ სულზე და სიკვდილის შემდგომი მდგომარეობაც აღარ აინტერესებდათ.

კაცობრიობაც მთელი თავისი განვითარების მანძილზე ამ ორ გზას შორის მერყეობდა და მერყეობს.

როგორი იქნება ჩვენი არჩევანი?

თუ შევძლებთ სწორი ურთიერთობები ვიქონიოთ ღმერთან, ადამიანთან, ბუნებასთან, მიკრო და მაკროკოსმოსთან, ვერავითარი ტექნოლოგიური მიღწევა ვერ გაგვაუცხოებს შემოქმედისგან, არამედ მათი მართებულად გამოყენების შემთხვევაში, იგი იქცევა ჩვენი გონებრივი და სულიერი წინსვლის დიდ საშუალებად.

ამიტომაც დღეს ყველაზე მეტად გვესაჭიროება მაცხოვრის შობის საიდუმლოს გაცნობიერება, რადგან დედამიწაზე განხორციელებული ქრისტე ყოველ დროს და ყველა ეპოქაში გვწინამძღვრობს, გვიჩვენებს სწორ გზას და გვანიჭებს ხსნას.

იგია სრული სიყვარული და სიკეთე, სრული ცოდნა, მშვიდობა და სიბრძნე, რომელიც მარადიულად და დაუსრულებლად განაახლებს, განაბრძნობს და განწმენდს მის თანაზიართ.

ყველას, ვინც მაცხოვრის შობის სიხარულით ცოცხლობს, ვულოცავ ამ დიდებული დღის შემობრძანებას. ვულოცავ ზეციურ და მიწიერ სამყაროს, სრულიად საქართველოს, თითოეულ თქვენგანს; ვულოცავ ხელისუფალთ, უცხოეთში მყოფ თანამემამულეთ, ჩვენს ერთგულ მრევლსა და სასულიერო პირებს! ვულოცავ ჯარისკაცებს, სპორტსმენებს, მეზღვაურებს, ექიმებს და ქვეყნის კეთილდღეობისათვის ყველა სხვა დამაშვრალს; ვულოცავ მოხუცებსა და ახალგაზრდებს, სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მოსწავლეებს, განსაკუთრებით კი, ბავშვებსა და ახალშობილებს; ვულოცავ პატიმრებს, სნეულებაში მყოფთ და მშობლების მზრუნველობას მოკლებულთ…

ყველას გლოცავთ და გახარებთ მხსნელის მოვლინებას!

სულიერად განმტკიცდით და გაძლიერდით, და არაფრის შეგეშინდეთ!

უფალთან არ დაგეკარგებათ თუნდაც ერთი გულითადი ლოცვა და სინანულის ცრემლის ერთი წვეთიც კი.

გწამდეთ, ყველაფრის მიუხედავად, იესო ქრისტეს ყოველთვის ჩვენთვის მაცხოვნებელი გზით მივყავართ; ამიტომაც მუდამ იყავით მადლიერნი მისი და გქონდეთ სასოება.

ვინც ღმერთი ჰპოვა, უმთავრესი შეიძინა; ღმერთს განშორებული სული კი კვდება, როგორც სულს გაყრილი სხეული.

და კიდევ, – ყველა და ყველაფერი უძლურია იქ, სადაც უფალი თავის ძალას ავლენს.

„უპირატეს ჟამთა მამისგან შობილსა ძესა და ქალწულისაგან ხორცშესხმულსა, ყრმანი აქებდით, მღვდელნი უგალობდით და ერნი უფროისად აღამაღლებდით უკუნისამდე“ (ძლისპირი), ამინ!“


ბეთლემში შობილი იესოს სიყვარულით თქვენთვის მლოცველი,
ილია II
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი
თბილისი, ქრისტეშობა, 2024
Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
ამინდი
ახალციხე 0 °C
img
ახალქალაქი -4 °C
img
ასპინძა 0 °C
img
ადიგენი 5 °C
img
ბორჯომი 0 °C
img
თბილისი 6 °C
img
აბასთუმანი -4 °C
img
ბაკურიანი -6 °C
img
ნინოწმინდა -4 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.2411
EUR
EUR
1
2.9946
RUB
RUB
100
2.7465
TRY
TRY
1
0.0817
USD
USD
1
2.8512
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink al hack forum organik hit omegle live+18 filmtürk pornoporno sexporno izlesıcak sohbetMarsbahis girişDeneme Bonusu Veren Sitelervozolbetivobonus veren casino sitesihttps://w88fm.top/zeta librarycasibom girişbetbababetbabacasibom girişyouwinmarsbahisMarsbahisCasibomHoliganbetayvalık zeytinyağıسكس افلامسكس اسودpijama takımıpijamaJojobetlink vao w88 moi nhatEkrem AbiMostbethttps://www.vozoldiyari.com/radabetcasinolevantcasibom 716casibom 726sabahlıkkimonoOnwinOnwinToy Poodleistanbul escortbuy x followersyabancı dizi izlepaykwiknakitbahis girişlilibetlilibetbest online casino indiaindia online bettingMikiカジノMikiカジノ 入金不要ボーナスceltabetbycasino güncel girişオンラインカジノgarage door repair minneapolis mn1xbet Girişcasinolevantcasinolevantfilmvozol puffnew bitcoin casinosbitcoin sports betting1xbet Girişbetebetdumanbetvaycasinoultrabetdinamobetnakitbahisbetkanyonkralbetkulisbettrendbetbetturkeyjojobetbetkomotobetotobetzbahiszbahisbetebetjojobetmeritking cumatipobet twitteronwinSahabetBetkomBahiscomFixbet1xbetStrazbetBetturkeyMariobetTarafbetRomabetOtobetXslotBetmatikZbahisSüpertotobetbetandyouRexbetBahsegelMarsbahisMarsbahisnew online casinos canadaonline casino ontariotaraftarium24taraftarium24taraftarium24online casino canadakralbetbitcoin casinosmeritking girişTipobetOnwinSahabetBetkomBetkomBahiscomFixbet1xbetbetturkeyMariobetTarafbetbycasinokralbetextrabetmeritroyalbetbahsegeltempobetrestbetbahigoligobetbetgrambettiltgolegolfunbahishilbetparmabetbetticketasyabahisnakitbahisbetwinnerbetgarantirbetmilanobetlordbahisaresbetmostbetmarsbahispashagaminggobahisroyalbetwinxbetyouwinhepsibahisrexbetjetbahismobilbahissuperbetinbetexperbahiscasinopusulabetverabetbahsinebetonbetbet10betmaksatbahisolaybetcepbahisikimislibetparkbetebetvegabetbetwonparibahispiabetceltabetromabetligobetvbetorisbetbetlikeistanbulbahisultrabetparobetgrandpashabetshowbetmariobetcasinomaxicasinometropolcasibomparisbahistrendbetGrandpashabetbetciosonbahisbetzulabetkanyonprizmabetsekabetntvsporbetbetvolebetcupsetrabetbetkolikturkbetprivebetpadisahbetşutbetpasacasinobetsatjojobetdumanbetpinbahisnorabahismrbahisbullbahisElexbetAtlasbetMelbetGalabetmatbetBircasinoBahisaiHepyekcasinootobetmarsbahisextrabettümbettümbetportobettümbetwbahisbetmatikbetturkeygrandpashabet2210new online casinobest betting sitesmatadorbetonline sports bettingno deposit bonusportobettümbetbetebet güncel girişFixbetOtobetcasibomRomabetA2A1virabet girişA3casibomcasibom girişotobetkralbetgamabetmatadorbetcasibomcasibom girişcasibom güncelcasibombetgartipobetstarzbetbycasinofixbetmariobetcasibomsahabetonwinfixbetbetturkeyotobetotobetotobetotobetotobet girişbetkombahiscomtarafbetbetpublicbetmatikhacklink panelvaycasinootobetotobetotobet girişcasibombetebetotobettipobetonwinsahabetbetkombahiscomfixbet1xbetbetturkeymariobettarafbetligobetcasibomİMAJBETCASİBOMfixbetfixbetzbahisjojobetotobetcasibom girişnakitbahis girişbetniscasiveraotobet1xbet1xbet girişkralbet3d modelskralbetlordcasinobağcılar tıkanıklık açmaxslotElexbet1159Elexbet1179elexbet1180Elexbet1179zbahisfixbetjojobetdeneme bonusu veren sitelerotobetkralbetmeritroyalbetbahsegeltempobetrestbetbahigobetgrambettiltgolegolfunbahishilbetParmabet betticketAsyabahis nakitbahisBetwinnerbetgaranti rbetMilanobet lordbahisaresbet1xbet yeni giriş1xbet güncel adres1xbet yeni adresMosbet Mosbet Marsbahis Marsbahis gobahis girişgobahisholiiganbetholiganbetpokerklas girişpokerklaswinxbet girişwinxbetyouwin giriş youwin giriş hepsibahis girişhepsibahisrexbet girişrexbetjetbahisjetbahismobilbahismobilbahissuperbet giriş superbet giriş betexper girişbetexperbahiscasino girişbahiscasinopusulabet pusulabet verabetverabetbahsine bahsine betonbet betonbet bet10bet giriş bet10bet maksatbahis girişmaksatbahiscasibomoleybet oleybet cepbahis cepbahis ikimisli ikimisli betpark girişbetparkbetebet girişbetebetvegabet girişvegabetbetwoon giriş betwoon giriş paribahis paribahis piabet girişpiabetCeltabet Celtabet Romabet Romabet ligobet ligobet vbet giriş vbet giriş orisbet giriş orisbet giriş betlike giriş betlike giriş İstanbulbahis giriş İstanbulbahis giriş ultrabet giriş ultrabet giriş parobet parobet showbet girişshowbetmariobet giriş mariobet giriş casinomaxi giriş casinomaxi giriş casinometropol casinometropol casibom casibom parisbahis parisbahis trendbet giriş trendbet giriş betcio giriş betcio giriş sonbahis giriş sonbahis giriş betzula giriş betzula giriş betkanyon giriş betkanyon giriş prizmabet girişprizmabetsekabet sekabet ntvsporbet ntvsporbet betvole betvole betcup betcup setrabet girişsetrabetbetkolik girişbetkolikturkbet girişturkbetprivebet girişprivebetsetrabet setrabet şutbet giriş şutbet giriş paşacasino paşacasino betsat betsat jojobet jojobet dumanbet dumanbet pinbahis pinbahis norabahis girişnorabahismrbahis mrbahis capitolbet girişcapitolbetartemisbet artemisbet elexbet girişelexbetatlasbet giriş atlasbet giriş melbet girişmelbetgalabet galabet matbet matbet bircasino bircasino bahisai bahisai hepyekcasino girişhepyekcasinohizlibahis hizlibahis radissonbet radissonbet spinco spinco superbet superbet superbet rokubet rokubet neemex girişneemexlordcasino girişlordcasinovippark girişvipparkladesbet girişladesbetbetroad girişbetroadfavorisen girişfavorisenbetelli girişbetellislotica girişsloticahitbet girişhitbetenbahis girişenbahisfarkbet girişfarkbetdrbahis girişdrbahisbetplay girişbetplaytambet giriştambetnesinecasino nesinecasino gameofbet girişgameofbetalobet girişalobethilarionbet girişhilarionbetaspercasino girişaspercasinobizimbahis girişbizimbahismasterbetting girişmasterbettingpirobet girişpirobettwinplay giriştwinplaybekabet girişbekabetbetpipo girişbetpipocasilot girişcasilothipercasino girişhipercasinocasinoslot girişcasinoslotbeinnow girişbeinnowsantosbetting girişsantosbettingmercurecasino girişmercurecasinofavorislot girişfavorislotrcasino girişrcasinocasinowin girişcasinowinistekbet girişistekbetbetyap girişbetyaphipercasino girişhipercasinodiyarbet girişdiyarbetcasipol girişcasipolinterbahis girişinterbahishanedanbet girişhanedanbetlotobet girişlotobetakulabet girişakulabetanadoluslot girişanadoluslotbetnis girişbetnisnissbar girişnissbarrüyabet girişrüyabetcrossbet girişcrossbetessbahis girişessbahisvaycasino girişvaycasinobahiscent girişbahiscentpalacabet girişpalacabetkazandra girişkazandrabets10 girişbets10maximcasino girişmaximcasinocasinoplus girişcasinopluspradabet giripradabetfestwin girişfestwinvdcasino girişvdcasinobahislion girişbahisliondiscountcasino girişdiscountcasinobetmuze girişbetmuzeilelebet girişilelebetmaslakcasino girişmaslakcasinobetzmark girişbetzmarkbetmoon girişbetmoonpumabet girişpumabetcratossporting girişcratossportingbetitalya girişbetitalyavitrinbet girişvitrinbetbahislife girişbahislifezagabet girişzagabetgencobahis girişgencobahisfashionbet girişfashionbetbetbey girişbetbeyloyalbahis girişloyalbahisbetmoney girişbetmoneyatlantisbet girişatlantisbetyorkbet girişyorkbetlimrabet girişlimrabethiltonbet girişhiltonbetastrabet girişastrabetbetclup girişbetclupdengebet girişdengebetbetsoff girişbetsoffmrbahis girişmrbahisbetsoo girişbetsoobetlist girişbetlistbetgraybetgray girişnisanbet girişnisanbetnisanbet girişnisanbet1xbet güncel girişxslototobetjojobetvevobahisarora yedek parçaparibahisbetgaranti girişcasinolevantbetgaranti girişdeneme bonusu veren sitelerultrabetbetexperbetmarinomilanobetpiabetaresbetgalabetwinxbetmavibetwinxbetgoldenbahisbetnanobetparksultanbetsultanbetsuperbetinbetkomaviator hilesibetproton girişbetprotonplusslot girişplusslotturbobet girişturbobetbahisstar girişbahisstardopingbet girişdopingbetmaxroyalbet girişmaxroyalbetmaxwin girişmaxwinsortibet girişsortibetganobet girişganobetrulobet girişrulobetbetsunrise girişbetsunrisebetovis girişbetovisenobahis girişenobahisafroditbet girişafroditbetbetpuan girişbetpuanbetpara girişbetparameritlefkosabet girişmeritlefkosabetkombobet girişkombobetbetcool girişbetcoolforzabet girişforzabetlizbonbet girişlizbonbetbetsquirrel girişbetsquirrelsantabet girişsantabettotobi giriştotobilalbet girişlalbeterisbet girişerisbetpiyasabet girişpiyasabetenzabet girişenzabetrexusbet girişrexusbetstandartbet girişstandartbetlondrabet girişlondrabetbetmarlo girişbetmarlozingabet girişzingabetboxbahis girişboxbahiskalitebet girişkalitebetkalsbahis girişyakabet girişyakabetgenzobet girişgenzobetbetvakit girişbetvakit1win giriş1wintruvabet giriştruvabetbet11 girişbet11privebet girişprivebet7slots giriş7slotsbahisbey girişbahisbeybetgros girişbetgrosbaşarıbet girişbaşarıbetcasinoburada girişcasinoburadabahisnow girişbahisnowciacasino girişciacasinobetriyal girişbetriyalbetoffice girişbetofficegamabet girişgamabetpiabellacasino girişpiabellacasinofenomenbet girişfenomenbetvideobet girişvideobetneyine girişneyinedinamobet girişdinamobettambet giriştambetpalmibet girişpalmibethuhubet girişhuhubetbetwonbetwon girişilbet girişilbetroketbet girişroketbetradabet girişradabetbethand girişbethandsmartbahis girişsmartbahisgamabet girişgamabet96tr giriş96trbetwild girişbetwildkordonbet girişkordonbetcasinomhub girişcasinomhubbetsalvador girişbetsalvadormercurecasino girişmercurecasinobursa escortbursa escortgooglecasibom girişcasibomcasibomdeneme bonusu veren sitelerbethousekültür taşıgündemgündemgündemgündemlayarkaca21layarkaca21haberlerhaberlerhabersamsun haberfixbetsahabetstarzbettipobetligobetxslotjustin tvjustin tvbeylikdüzü escortistanbul escortsultangazi escortbankobetbycasinomeritking 1609dumanbetdumanbet girişdumanbetCasibomCasibom girişgalabetganobetcasibomsahabetDeneme bonusu veren sitelersahabetxslotlevantbet girişlevantbetgetirbet girişgetirbetberlinbet girişberlinbetbetra girişbetracasinoper girişcasinoperpolobet girişpolobettakvimbet giriştakvimbetpashagamingpashagamingcashwin girişcashwinwestbahis girişwestbahisbetsin girişbetsinlimanbet girişlimanbetİbizabet girişİbizabetcasinofast girişcasinofastslotbon girişslotbonmilyarcom girişmilyarcombahisfair girişbahisfairtimebet giriştimebetrekabet girişrekabetvipslot girişvipslotfattbet girişfattbetbetkare girişbetkarebahisbudur girişbahisbudurteslabahis girişteslabahisbetixir girişbetixiramrabahis girişamrabahisarmabahisolabahis girişolabahisbabilonbet girişbabilonbetcenabet girişcenabetgandom girişgandomgettobet girişgettobetcasiwow girişcasiwowbetsrolex girişbetsrolexbenimbahis girişbenimbahisvirabet girişvirabetcaddebet girişcaddebetcasinobonanza girişcasinobonanzacasiblu girişcasiblubetnano girişbetnanobetrupi girişbetrupibetgar girişbetgarprimebahis girişprimebahiskralbet girişkralbetenbet girişenbetslotbar girişslotbarmrgamb girişmrgambSheratonbet girişSheratonbetmaribet girişmaribetbetvino girişbetvinoolaycasino girişolaycasinotrbet giriştrbetbetloto girişbetlotomaxwin girişmaxwindamabet girişdamabetlevant girişlevantgetirbet girişgetirbetberlinbet girişberlinbetmeritroyalbet girişmeritroyalbetcasinopper girişcasinopperpolobet girişpolobettakvimbet giriştakvimbetcashwin girişcashwinwestbahis girişwestbahisbetsin girişbetsinlimanbet girişlimanbetcasinofast girişcasinofastslotbon girişslotbonmilyarcom girişmilyarcombahisfair girişbahisfairtimebet giriştimebetonwingir girişvipslot girişvipslotfatbet girişfatbetbetkare girişbetkarebahisbudur girişbahisbudurteslabahis girişteslabahisbetixir girişbetixirarmabahis girişarmabahisolabahis girişolabahisbabilonbet girişbabilonbetcenabet girişcenabetgamdom girişgamdomgettobet girişgettobetcasiwow girişcasiwowbetsrolex girişbetsrolexbenimbahis girişbenimbahisvirabet girişvirabetcaddebet girişcaddebetcasinobonanza girişcasinobonanzabetrupi girişbetrupibetgar girişbetgaribazabet girişibazabetmariobet girişmariobetprimebahis girişprimebahiskralbet girişkralbetenbet girişenbetslotbar girişslotbarmrgamb girişmrgambsheratonbet girişsheratonbetmaribet girişmaribetbetvino girişbetvinoolaycasino girişolaycasinobetsin girişbetsintrbet giriştrbetbetloto girişbetlotomaxwin girişmaxwindamabet girişdamabetolabahis girişolabahisbabilonbet girişbabilonbetcenabet girişcenabetbetwinnerbetwinner girişbetwinner twitterbizbetbizbet girişbizbet twitterbetkombetkom girişbetkom twitterbetturkeybetturkey girişbetturkey twitterbetpublicbetpublic girişbetpublic twitterfixbetfixbet girişfixbet twitteronwinonwin girişonwin twittertipobettipobet giriştipobet twitterotobetotobet girişotobet twitterromabetromabet girişromabet twitterroketbetroketbet girişroketbet twittersahabetsahabet girişsahabet twitterzbahiszbahis girişzbahis twitterxslotxslot girişxslot twitterbetmatikbetmatik girişbetmatik twittermariobetmariobet girişmariobet twitterloyalbahisbetmoneyatlantisbahisyorkbetlimrabethiltonbetastrabettingbetclupdengebetbetsofmrcasinobetsoobetlistbetgraynisanbetbetpratonplusslotturbobetbahisstardopingbetmaxroyalbetmaxwinbetparafbetsortibetganobetrulobetbetsunrisebetovisenobahisaffroditbetbetpuanbetparamerirlefkosabetkombobetbetcoolforza1x2lizbonbetbetsquirrelsantabettotobilalbeterisbetpiyasabetenzabetrexusbetstandartbetbetmarlozingabetboxbahiskalitebetklasbahisyakabet Genzobet betvakit giriş 1wintruvabetbet11privebet7slotsbahisbeybetgrosbaşarıbetcasinoburadabahisnowciacasinobetriyalbetofficegamabetpiabellacasinobahis1000vidobetneyinedinamobettambetCanlı bahis siteleriDeneme Bonusu Veren Siteler 2024instagram takipçi satın alfortnite cheatdeneme bonusu veren siteler 2025pusulabetjustin tvtaraftarium24imajbetcasibomcasibomcasibom güncel girişiptv satın alfisch scriptMarsbahiscasino sitelerizbahisligobetbycasinoacehgroundsnaptikacehgroundpornolimanbetinterbahispulibetquotexkalebettimebetsex hattıbetgit girişzbahisnakitbahistaraftarium24selçuksportsmadridbetbahiscommeritkingotobettipobetkulisbetmadridbetimajbetmatbetsekabetsahabetonwinholiganbetmeritbetmobilbahiskingroyalsahabetsekabetonwinmatbetimajbetmarsbahisjojobetmaltcasinoyouwinmaltcasinosahabetnakitbahis güncel girişportobet girişbetwoontaraftarium24tipobetbetcioBETCİObetcio girişBETCİO GİRİŞSocial Media Marketing ServicesholiganbetCASİBOMcasibomcasibomcasibomcasibomankara escortgrandpashabetbagonjojobetbetmoonhiltonbetsafirbetvbetbetgitbetcupbahigoelexbetAlev casinongsbahisRoku bet güncel girişkalebetodeonbettempobetOnwinbettiltpusulabetpusulabetasyabahisbetinbetbooMeritkingbetsatpusulabetMeritkingcoinbarsavoybettingprensbetperabetpusulabetmatadorbet girişmatadorbetyoutube to mp3marsbahisklasbahisA4A5A6A6A7A8A9tarafbetHoliganbet 1073nakitbahismariobetcasibom girişvaycasinomeritkingparibahisGrace Charissekabet girişbahiscom girişbahiscom güncel girişcasibom girişsophie rainmarsbahishitbetgalabetimajbetonwingrandpashabetmostbetartemisbetmobilbahismatadorbetmeritbetmarsbahiszbahiszbahiszbahistaraftarium24Betkanyonorisbetsetrabetsonbahispadişahbetbetcio rüyabetholiganbetmatbetonwintaraftarium24canlı maç izlegorabetsonbahis twitterbetcio twitterrüyabet twitterpadişahbet twitterbetorspncasibomcasibom girişCASİBOMcratosslottarafbetjojobetotobetultrabetjojobet girişGanobetparibahis girişKüçükçekmece escorttaraftarium24akcebet girişcasinomegacasinomega girişakcebetjojobetEn Güvenli Casibom Güncel Giriş Linki - Hemen Tıkla! celtabetsekabet girişgiftcardmall/mygiftpusulabet girişcasibomvbetgiftcardmall/mygiftimajbetvaycasinovaycasino girişavrupa yakası escortmeritkingbetpark girişPusulabetPusulabet girişbetparkgiftcardmall/mygiftzbahisjojobetTokyobetgtacity forumbettiltdeneme bonusu veren sitelerzbahismatbet