ახალციხის სომხური თემი აღდგომას ზეიმობს
საქართველოს სომეხთა თემი, დღეს, 31 მარტს, უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს, მაცხოვრის აღდგომას ზეიმობს. აღდგომა სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღესასწაულია, რომელსაც ქრისტიანები განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
აღდგომას დღესასწაულობენ ახალციხეში მცხოვრები სომეხი თანამოქალაქეებიც. საზეიმო წირვა ახალციხის რაბათის სურბ გრიგორ ლუსავორიჩის სომხურ ეკლესიაში შედგა. ლიტურგიას ტაძრის მოძღვარი, მღვდელი ჰაირაკოფ სააკიანი და თორგომ ვართანიანი უძღვებოდნენ.
საზეიმო მსახურებას დაესწრო და ტაძარში შეკრებილ მრევლს, საქართველოს მთავრობის სახელით, აღდგომა მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორმა სამცხე-ჯავახეთში, ელვარდ ზაზაძემ.
დიდი შაბათის საღამოს აღევლინა წმიდა ლიტურგია. ძველად ყოველ კვირას ნავთის ნათურებში ზეთს ასხამდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ. მოგვიანებით მას უწოდეს ,,ღვთის ნათელი ზეციდან".