გამოსავალი ყოველთვის არსებობს, თუ სურვილი იქნება ორივე მხრიდან - ზაზა ვაშაყმაძე
15:07 / 03.04.2024
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, დახურულ კარს მიღმა შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაცია, ადიგენის მერია და მუსლიმი თემი ესწრება. შეხვედრაზე მიწვეული არ არის ქრისტიანი მხარე. ადიგენში, 8 მარტს შექმნილი პრობლემის მოსაგვარებლად ხელისუფლება შეხვედრების მეორე რაუნდს მართავს. პირველი შეხვედრაც დახურულ კარს მიღმა, 13 მარტს სამხარეო ადმინისტრაციაში შედგა. მაშინ შეხვედრიდან გამოსულმა მუსლიმმა თემმა და ადიგენის მერმა მედიასთან განაცხადეს, რომ მწვავე დისკუსიის შემდეგ შეთანხმება შედგა. მრევლს თავშეკავებისკენ თეოლოგმა და სახლის პატრონმა მერაბ მიქელაძემაც მოუწოდა.
დღეს გამართულ შეხვედრაზე, რა საკითხებს განიხილავენ და კონკრეტულად რა შეთავაზება ექნება სახელმწიფოს მუსლიმ თემთან, შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე აცხადებს, რომ ,,შეთანხმების შემთხვევაში გადავალთ კონკრეტულ ნაბიჯებზე".
დაბა ადიგენში, კერძო პირის მერაბ მიქელაძის სახლთან მართლმადიდებლები 8 მარტს შეიკრიბნენ. მართლმადიდებელი სასულიერო პირები და მრევლი მიქელაძისგან პირობის შესრულებას მოითხოვდნენ. მათი თქმით, ხუთშაბათს, 7 მარტს, ადიგენის ორივე რელიგიის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ სახლს, რომელიც კერძო პირს ეკუთვნოდა ,,მეჩეთად არ გადააქცევდნენ“ და მუსლიმური ტრადიციის თანახმად ყოველ პარასკევს ლოცვას არ ჩაატარებდნენ.
შეთანხმების მიუხედავად, მართლმადიდებლებმა მერაბ მიქელაძისგან პირობა მიიღეს, თუმცა პარასკევს ლოცვა მაინც ჩატარდა. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა მიქელაძის სახლთან ხალხის შეკრება, რომელსაც მოგვიანებით ადიგენის მერმა მიმართა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.