უწმინდესმა ძალიან მოკლედ, ორ წინადადებაში გადმოსცა თავისი ხედვა ჩიხიდან გამოსვლისა - მეუფე თეოდორე
14:55 / 05.05.2024
სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები მართლმადიდებლები განსაკუთრებულად ეგებებიან უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს - ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. ახალციხეში, წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში, უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულის, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის საზეიმო ლიტურგია ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ (ჭუაძე) ჩაატარა.
მეუფე თეოდორემ სააღდგომო ლიტურგიის ბოლოს მრევლს უქადაგა. სინოდის წევრმა პატრიარქის ეპისტოლე განმარტა და აღნიშნა, რომ ილია მეორემ ქართველ ხალხს იმ ჩიხიდან გამოსვლის ხედვა შესთავაზა, რომელშიც ბოლო პერიოდში ხელისუფლება და ახალგაზრდები შევიდნენ.
,,უწმინდესმა ძალიან მოკლედ, ორ წინადადებაში გადმოსცა თავისი ლოცვა-კურთხევა და ხედვა იმ ჩიხიდან გამოსვლისა, რომელშიც ჩვენ შევედით. მიუხედავად პოლიტიკური დაძაბულობისა, თითოეულ ჩვენთაგანს, გვაერთიანებს სამშობლოს სიყვარული. ჩვენ ვერთიანდებით სამშობლოს სიყვარულში და მიუხედავად განსხვავებული აზრებისა, ჩვენ უნდა შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება.
ეს არის მთავარი არსი ცხოვრებისა. მიუხედავად განსხვავებებისა, რომელიც ჩვენ გვაქვს სამშობლოს სიყვარულში, მაგრამ არც ერთს არ აქვს სამშობლოს ღალატში. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ სამშობლოს სიყვარულში და უნდა ვთხოვოთ უფალს მშვიდობა ქვეყანაში, მშვიდობა უკრაინაში და მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში. ეს არის ჩადებული იმ ორ წინადადებაში, რომელიც ეპისტოლეს ბოლოს იყო და მასში დიდი სიბრძნეა.
ისევე როგორც ეს სიბრძნე აქვს ჩადებული ილია ჭავჭავაძეს, როდესაც თქვა - ენა, მამული, სარწმუნოება. ეს სამი სიტყვა, სამი მცნება მოიცავს ქვეყნის სიყვარულს, რწმენის სიყვარულს და ერთმანეთის სიყვარულს. და თქვა კიდევ სამი რამ - ღმერთი, სამშობლო, ადამიანი" - აღნიშნა სააღდგომო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა.
საზეიმო მსახურებას დაესწრო და საქართველოს მთავრობის, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სახელით მრევლს აღდგომა მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთში, ელვარდ ზაზაძემ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.