,,გამჭვირვალობის" კანონის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორისაც არიან ეკლესიის წევრები - მეუფე შიო
15:52 / 17.05.2024
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მუჯირმა "ოჯახის სიწმინდის დღესთან" დაკავშირებით ქაშვეთის ეკლესიასთან შეკრებილი ხალხისთვის მიმართვისას "აგენტების კანონზე" ისაუბრა. მისი თქმით, ამ კანონპროექტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის არიან ეკლესიის შვილები.
,,ჩვენ დიდი გულისტკივილით თვალ-ყურს ვადევნებდით იმ დაპირისპირებას, დაძაბულობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა და რომელიც უკავშირდებოდა და უკავშირდება ჩვენი პარლამენტის მიერ "გამჭვირვალობის კანონის" მიღებას.
ამ კანონის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორისაც არიან ეკლესიის წევრები, არიან ჩვენი სულიერი შვილები, მათ შორის ძალიან ბევრია ახალგაზრდობა. ამიტომ ჩვენ განსაკუთრებით გული გვტკივა ამ ყველაფრის გამო და ხშირად ვფიქრობთ, როგორ უნდა დაიძლიოს ეს დაპირისპირება ჩვენს ქვეყანაში და საერთოდ დიდი დაპირისპირება.
ამაზე გვპასუხობენ ჩვენ ასევე ჩვენი ეკლესიის წმინდა მამები, აი, კერძოდ, ერთ-ერთი უდიდესი წმინდა მამა, ღირსი მაქსიმე აღმსარებელი ამბობს რომ მხოლოდ სიყვარულს შეუძლია, დაყოფილი და დაპირისპირებული ადამიანების ერთად შეკრება და მათი ნების გაერთიანება და მხოლო სიყვარულს შეუძლია წარმოქმნას ადამიანებში თანხმობის და ერთსულოვნების შესანიშნავი განწყობა, იმიტომ, რომ როდესაც არის სიყვარული, მაშინ არის ღვთის მადლი", - განაცხადა მეუფე შიომ.
დღეს, 17 მაისს, საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესია "ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს" აღნიშნავს.
14 მაისს კი საქართველოს პარლამენტმა, ხალხმრავალი პროტესტის მიუხედავად, მესამე მოსმენით მიიღო "აგენტების კანონი". პოლიციამ ბოლო კვირების განმავლობაში მიმდინარე აქციებზე დაკავებულთაგან ცხრა პირის მიმართ აღძრა სისხლის სამართლის საქმეები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.