ადიგენში ნიკოლოზობა და ქვაბიჯვრობა აღნიშნეს
ადიგენის მუნიციპალიტეტში ნიკოლოზობის დღესასწაული და სახალხო დღე - ქვაბიჯვრობა აღინიშნა. სადღესასწაულო წირვა, ქვაბიჯვარში მდებარე ეკლესიაში ზარზმის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ნიკოლოზმა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.
ნიკოლოზობის დღესასწაულისა და სახალხო დღის აღნიშვნას, მრევლთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ქვაბიჯვარზე იმყოფებოდნენ ახალგაზრდული პროექტის "შემოიარე ადიგენი 2024"-ის მონაწილე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.
შეგახსენებთ, რომ ქვაბიჯვრობა, პირველად 2022 წლის 22 მაისს აღინიშნა და მესამე წელია სახალხო დღედ ჩამოყალიბდა.