უდის ტაძრის საკურთხეველში მე-6-7 საუკუნის ჯვარცმა აღმოჩნდა
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდის მე-6-მე-7 საუკუნის ტაძრის საკურთხევლის სამალავში, არქიმანდრიტმა გრიგოლ ქურციკიძემ ბრინჯაოს იშვიათი ჯვარცმა აღმოაჩინა, რომელზეც იესო კვართით არის გამოსახული.
ასეთი ჯვრები საქართველოში მე-10 საუკუნემდე კეთდებოდა იმის ნიშნად, რომ მაცხოვრის კვართის სამყოფელი სწორედ საქართველოშია (სვეტიცხოველში). მსგავსი ჯვარცმა გვხვდება ხახულის მე-8-მე-9 საუკუნეების კარედზე.
ჯვარცმა უდეშია დაბრძანებული.