"ჩვენი ეკლესია მხარს უჭერს, მათ ვინც ეძიებს და სთავაზობს მშვიდობის, არაძალადობის, თანადგომის გზებს" - ჯუზეპე პაზოტო
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი, მეუფე ჯუზეპე პაზოტო ეხმაურება.
"რთული წუთები,როდესაც ყველაფერი კატასტროფასა და ქაოსზე მიუთითებს, ასევე შეგვიძლია დავინახოთ როგორც ახლის დაბადების ტკივილები. ქრისტიანები ღრმად დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ ამაში, რადგან ვუწყით, რომ ღვთის ხელთა ვართ.
ჩვენი კათოლიკე ეკლესია საქართველოში ახლოსაა ყველასთან, ვინც საკუთარი სამშობლოსა და ხალხის ცოცხალი სიყვარულით, განსაკუთრებით ამ დღეებში, სახალხოდ გამოხატავენ, რომ სწამთ ჭეშმარიტების, სიმართლის, სამართლიანობისა და საერთო სიკეთის, რაც ნამდვილად ადამიანური საზოგადოების უპირველესი საფუძველია.
ჩვენი ეკლესია იმათთანაა და მხარს უჭერს, ვინც ეძიებს და სთავაზობს მშვიდობის, არაძალადობის, თანადგომისა და დიალოგის ძიების გზებს და განსაკუთრებით ზრუნავენ მათზე, ვინც ამ ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტად იტანჯება.
ყოველდღიურად შევავედრებთ ლოცვებში ყოველი ადამიანის სიცოცხლეს იმ განკაცებულ ღმერთს, რომელსაც გვაუწყებს მოახლოებული შობა, ყველას სიცოცხლეს, რომელიც ღვთის გულში ძვირფასი და წმიდაა" - ნათქვამია საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსის განცხადებაში.