რელიგია
ცოცხალი ფარი ქრისტიანობის სადარაჯოზე - მრევლი მამა ნიკოლოზ გეწაძის შესახებ
სოციალურ ქსელში, ზარზმის მონასტრის არქიმანდრიტ ნიკოლოზ გეწაძის მხარდამჭერი პოსტი ვრცელდება. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის მრევლი არქიმანდრიტის მხარდამჭერ ინფორმაციას, მას შემდეგ აქვეყნებს, რაც სოციალურ ქსელში მის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, ზნეობის კომისიის მიერ მამა ნიკოლოზის დასჯის შესახებ.
ეპარქიაში მიიჩნევენ, რომ ცილისმწამებლური ინფორმაცია მოშურნეების მიერ მისი საქმიანობის გამო გავრცელდა.
,,მამა ნიკოლოზმა
1. აღორძინა, გააფართოვა, გადაარჩინა ზარზმის მამათა მონასტერი!
2. ააშენა ჭელის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი/მონასტერი
3. ააშენა მოხის დედათა მონასტერი
4. ააშენა შოშხოთის სამონასტრო კომპლექსი
5. ააშენა ქვაბიჯვრის სამონასტრო კომპლექსი
6. დაარსა ზარზმის აკადემია და რეგიონის მასშტაბით განათლების ხელშეწყობას და მის დანერგვას ემსახურება!!
მოიპოვა ხალხის/მრევლის, დიდის თუ პატარის დიდი სიყვარული!!!
არ ვსაუბრობ, უანგარო დახმარებაზე, გვერდში დგომასა და უთვალავ სიკეთეზე, რაც წლებია უკეთებია. ცოცხალი ფარი ქრისტიანობის სადარაჯოზე!!
,,ცუდსა რად უნდა მტრობა, კარგია მუდამ მტრიანი”.
,,დაიჭირეს ხელი მოსჭრეს, რატომ კარგი აგიგია”!!
ბოროტება დამარცხდება!!!" - ვკითხულობთ პოსტში.
გააზიარეთ :