მართლმადიდებლური სამყარო 21 სექტემბერს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდა.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა.
მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი
ანა – პირველი მღვდელმთავრის, აარონის შთამომავალი. ღვთისმოშიშ
ცოლ-ქმარს შვილი ხანდაზმულ ასაკში შეეძინათ. მათ აღთქმა დადეს, თუ
ღმერთი შვილს მისცემდათ, ახალშობილს ტაძარში მსახურებისთვის მას
მიუძღვნიდნენ.
უფალმა იოაკიმესა და ანას ლოცვა-ვედრება შეისმინა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი საკუთარ სახლში სამი წლის განმავლობაში იზრდებოდა.
მართალი იოაკიმ და ანა ეკლესიის მიერ „მშობლებად ღმრთისა” იწოდებიან, როგორც უფალ იესო ქრისტეს ხორციელნი წინაპარნი.
მორწმუნეებისთვის მარხვის გამო ეს დღე თევზით ხსნილია.
ავტორები: თიკო კურტანიძე, ბექა ზედგინიძე.
|