მრევლისა და სასულიერო პირების დაპირისპირებას საპატრიარქოს კომისია
შეისწავლის. ზესტაფონში, მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში სასულიერო
პირებსა და მრევლს შორის დაპირისპირების ფაქტს საპატრიარქოს კომისია
შეისწავლის, ამის შესახებ საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი.
“პატრიარქმა და ჩვენ ორივე მხარეს მოვუსმინეთ. მივიღეთ
გადაწყვეტილება, რომ შეიქმნება კომისია, რომელიც ერთ კვირაში ჩავა
ადგილზე, შეაგროვებს მასალებს და წარუდგენს პატრიარქს საბოლოო
გადაწყვეტილების მისაღებად. მინდა მოვუწოდო ყველას, მრევლს, მორწმუნე
ადამიანებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და ღვთის მადლით დაელოდონ
პატრიარქის გადაწყვეტილებას”,- განაცხადა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის
მიტროპოლიტმა, ქორეპისკოპოსმა თეოდორე ჭუაძემ მარგვეთისა და უბისის
ეპარქიის მრევლის ნაწილი მეუფე ვახტანგის (ახვლედიანი) განკვეთას
ითხოვს. ზესტაფონში, ადგილობრივი ეპარქიის წინ მართლმადიდებელმა
მრევლმა საპროტესტო აქცია გამართა და მთავარეპისკოპოსის რეზიდენციის
კარი აჭედა. აქციის მონაწილეები მეუფეს ეპარქიის ქონების გაფლანგვაში
ადანაშაულებენ,საუბარია დაახლოებით მილიონ ლარზე.
მრევლისა და სასულიერო პირების დაპირისპირებას საპატრიარქოს
კომისია შეისწავლის.
ზესტაფონში, მარგვეთისა და უბისის
ეპარქიაში სასულიერო პირებსა და მრევლს შორის დაპირისპირების ფაქტს
საპატრიარქოს კომისია შეისწავლის, ამის შესახებ საპატრიარქოს
განცხადებაშია ნათქვამი.
“პატრიარქმა და ჩვენ ორივე მხარეს მოვუსმინეთ. მივიღეთ
გადაწყვეტილება, რომ შეიქმნება კომისია, რომელიც ერთ კვირაში ჩავა
ადგილზე, შეაგროვებს მასალებს და წარუდგენს პატრიარქს საბოლოო
გადაწყვეტილების მისაღებად. მინდა მოვუწოდო ყველას, მრევლს, მორწმუნე
ადამიანებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და ღვთის მადლით დაელოდონ
პატრიარქის გადაწყვეტილებას”,- განაცხადა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის
მიტროპოლიტმა, ქორეპისკოპოსმა თეოდორე ჭუაძემ
მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მრევლის ნაწილი მეუფე ვახტანგის
(ახვლედიანი) განკვეთას ითხოვს. ზესტაფონში, ადგილობრივი ეპარქიის წინ
მართლმადიდებელმა მრევლმა საპროტესტო აქცია გამართა და
მთავარეპისკოპოსის რეზიდენციის კარი აჭედა. აქციის მონაწილეები მეუფეს
ეპარქიის ქონების გაფლანგვაში ადანაშაულებენ,საუბარია დაახლოებით
მილიონ ლარზე.
