7 აპრილს მართმადიდებლურმა ეკლესიამ ხარების ბრწყინვალე დღესასწაული
იზეიმა. საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა–ლოცვა
აღევლინა. ამ დღეს ყოვლადწმინდა მარიამთან ერთად მთელს კაცობრიობას
ეუწყა, რომ უფალმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო
ტყვეობისათვის ვერ გაიმეტა და ეშმაკის მონობისაგან მისი გამოხსნა
გადაწყვიტა. მთავარანგელოზმა გაბრიელმა ღვთისმშობელს ახარა, რომ
მისგან კაცობრიობის გადამრჩენი ძე ღვთისა იშვებოდა. ახალციხისა და
ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ სადღესასწაულო წირვა რაბათის
წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში აღავლინა. მეუფემ ლოცვის დასასრულს
მრევლს დღესასწაული მიულოცა და მის მნიშველობაზეც ესაუბრა. ხარების
დღესასწაული შვიდ საუფლო დღესასწაულს შორისაა. მართმადიდებლური
სამყარო დღესასწაულს ყოველი წლის 7 აპრილს აღნიშნავს. ხარების
დღესასწაულთან ერთად ქართული სამოციქულო ეკლესია ჯვრის თაყვანისცემის
დღესაც აღნიშნავს. მეუფე თეოდორემ ქადაგევბისას ჯვრის ძალაზეც ისაუბრა
და მორწმუნეებს საკუთარი ჯვრის ღირსეულად ზიდვისკენ მოუწოდა. ამ დღეს
მარხულთათვის თევზით ხსნილია. ჯვრის თაყვანისცემის დღესასწაულს
ქართული ეკლესია ყოველთვის დიდი მარხვის მესამე კვირას აღნიშნავს.
7 აპრილს მართმადიდებლურმა ეკლესიამ ხარების ბრწყინვალე
დღესასწაული იზეიმა. საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო
წირვა–ლოცვა აღევლინა.
ამ დღეს ყოვლადწმინდა მარიამთან ერთად მთელს კაცობრიობას ეუწყა,
რომ უფალმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისათვის ვერ
გაიმეტა და ეშმაკის მონობისაგან მისი გამოხსნა გადაწყვიტა.
მთავარანგელოზმა გაბრიელმა ღვთისმშობელს ახარა, რომ მისგან
კაცობრიობის გადამრჩენი ძე ღვთისა იშვებოდა.
ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ სადღესასწაულო
წირვა რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში აღავლინა. მეუფემ
ლოცვის დასასრულს მრევლს დღესასწაული მიულოცა და მის მნიშველობაზეც
ესაუბრა.
ხარების დღესასწაული შვიდ საუფლო დღესასწაულს შორისაა.
მართმადიდებლური სამყარო დღესასწაულს ყოველი წლის 7 აპრილს
აღნიშნავს.
ხარების დღესასწაულთან ერთად ქართული სამოციქულო ეკლესია ჯვრის
თაყვანისცემის დღესაც აღნიშნავს. მეუფე თეოდორემ ქადაგევბისას ჯვრის
ძალაზეც ისაუბრა და მორწმუნეებს საკუთარი ჯვრის ღირსეულად ზიდვისკენ
მოუწოდა.
ამ დღეს მარხულთათვის თევზით ხსნილია. ჯვრის თაყვანისცემის
დღესასწაულს ქართული ეკლესია ყოველთვის დიდი მარხვის მესამე კვირას
აღნიშნავს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.