28 ივლისს მართლმადიდებლები წმინდა ივლიტასა და კვირიკეს ხსენების დღეს აღნიშნავენ. დღესასწაულისთვის მზადება უკვე დაიწყეს ახალციხეში, სოფელ ივლიტის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში.
მორწმუნეებმა წინამძღვართან ერთად დღეს, ვალის დედათა მონასტერში დაწერილი ხატით მსვლელობა მოაწყეს. სიწმინდე, რომელზეც ივლიტის ღვთისმშობელი წმინდანებთან ივლიტასთან და კვირიკესთან ერთადაა გამოსახული, ივლიტის ტაძარში დარჩება.
28 ივლისს, დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვას ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე 10:00 საათზე აღავლენს.
წმიდა მოწამენი ივლიტა და კვირიკე ქრისტიანობისთვის წამებით მოკლეს.
მათ მიმართ მორწმუნეები ოჯახური ბედნიერებისა და სნეულ ყრმათა მსწრაფლ განკურნებისათვის ლოცულობენ.
|