საქართველოს პატრიარქის ოპერაცია წარმატებით დასრულდა
ბერლინის კლინიკაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ოპერაცია დასრულდა. საპატრიარქოს ინფორმაციით, ოპერაციამ კარგად ჩაიარა.
საქართველოს საპატრიარქოს მიერ 9 თებერვალს გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები ჩაუტარდა. მიღებული მონაცემების საფუძველზე ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა დადასტურდა.
პატრიარქი ბერლინში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა.
წყარო: "ინტერპრესნიუსი"