26 თებერვალს, ყველიერის შვიდეული მიტევების – შენდობის დღით სრულდება.
ამ დღეს ყველა მორწმუნე ცდილობს, საკუთარი ცოდვებზე დაფიქრდეს და მიტევება ითხოვოს. ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ მრევლისგან შენდობა ითხოვა. ,, მარხვა არის თავშეკავება თვალის, ყურის და უნდა ვიმარხულოთ სულით და გულით და არა ჩვენ გვერდზე მყოფი ადამიანების დასანახად. მარხვა უნდა იყოს უფლისთვის. ჩვენი საქმე არ არის განკითხვა, ჩვენი საქმეა – ლოცვა. ამით მოვიპოვებთ სიმშვიდეს. უნდა მივუტევოთ დღეს ყველას, რომ უფალმა მოგვიტევოს ჩვენ. ვითხოვ პატიებას თითოეული თქვენგანისგან ყველაფრისთვის და მეც მოგიტევებთ ყველას ცოდვებს" – აღნიშნა მეუფე თეოდორემ.
|