SSSS
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
რელიგია
EMC მოხის სკოლის საქმეზე შიდა აუდიტის დასკვნას ასაჩივრებს
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) მოხის საჯარო სკოლის საქმეზე შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა გაასაჩივრა.

2017 წლის 7 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, შიდა აუდიტის დეპარტამენტმა დირექტორის მიერ მუსლიმი მოსწავლე გოგონასთვის, თავსაბურავის მოხსნის თაობაზე მითითებისა და ამ საფუძვლით სკოლაში ჩარიცხვაზე უარის გამო სავარაუდო შევიწროების ეპიზოდში, დირექტორის პასუხიმგებლობა არ დაადგინა. ამასთან დეპარტამენტმა ინდივიდუალურ საქმეში კანონის დარღვევის მიღმა, ზოგადად საჯარო სკოლების მიერ მოსწავლეებისთვის რელიგიური ატრიბუტიკის გამოყენების შეზღუდვის საკითხი შეაფასა და მიუთითა, რომ საჯარო სკოლებს რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვის ინტერესიდან გამომდინარე, მსგავსი აკრძალვების დაწესების ლეგიტიმური საფუძველი გააჩნიათ.

EMC მიიჩნევს, რომ დეპარტამენტის დასკვნა დაუსაბუთებელი და კანონშეუსაბამოა.

"დეპარტამენტის დასკვნა დისრკიმინაციის ფაქტის არარსებობის დასადასტურებლად უთითებს შეზღუდვის ნეიტრალურ ხასიათზე და აცხადებს, რომ მსგავსი აკრძალვა სკოლის ყველა, მათ შორის ქრისტიან მოსწავლეებზე ვრცელდება, რაც მის დისკრიმინაციულ ბუნებას გამორიცხავს. ამ მიმართებით უნდა აღინიშნოს, რომ დირექტორის მიერ აშკარად გამოხატული რელიგიური შინაარსის მატარებელი სამოსის და სიმბოლიკის სასწავლო დროს აკრძალვა სკოლაში, სადაც მხოლოდ მუსლიმი და ქრისტიანი მოსწავლეები სწავლობენ, მისი ფორმალური ნეიტრალურობის მიუხედავად არაპროპოციულ გავლენას ახდენს სწორედ მუსლიმი მოსწავლეების მიერ რელიგიის თავისუფლებით სარგებლობაზე. მართლმადიდებელი მოსწავლეების შემთხვევისგან განსხვავებით, მუსლიმებისთვის აშკარად გამოხატული რელიგიური შინაარსის მატარებელი სამოსის (თავსაბურავის) ტარება დოქტრინალურ კავშირშია მათ რელიგიასთან. დეპარტამენტმა უგულებელყო არაპირდაპირი დისკრიმინაციის სამართლებრივი ჩარჩო და შესაძლო დისკრიმინაციული მოტივი ზედაპირული და ფორმალური არგუმენტით გამორიცხა. ამავე დროს, თავსაბურავის ტარების აკრძალვის ფაქტის იზოლირებულმა შესწავლამ, დეპარტამენტს არ მისცა შესაძლებლობა აღნიშნული გარემოება მუსლიმი მოსწავლეების შევიწროების სხვა ფაქტებთან კავშირში განეხილა და მთლიანობაში გაეაზრებინა შესაძლო დისკრიმინაციული შევიწროების საკითხი. დასკვნაში დეპარტამენტი არ აფასებს საქმეზე EMC-ის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, რომლებიც მოხეში 2014 წელს გამოვლენილი რელგიიური კონფლიქტის დროს საჯარო სკოლის ამჟამინდელი დირექტორის, ნათია რეხვიაშვილის საჯარო, ღიად ანტი-ისლამურ განწყობებს აჩვენებს;

– დეპარტამენტის დასკვნაში მითითებულია, რომ მოხის საჯარო სკოლის შინაგანაწესში რელიგიური ატრიბუტიკის გამოყენებასთან დაკავშირებით შეზღუდვები ან რეგულაცია არ იყო გათვალისწინებული. იმის მიუხედავად, რომ დეპარტამენტმა, თავსაბურავის მოხსნის თაობაზე სკოლის დირექტორის მითითების ფაქტი არ გამორიცხა, მის კანონშესაბამისობასა და ამ შეზღუდვით რელიგიის თავისუფლების უკანონო შეზღუდვის საკითხზე საერთოდ არ იმსჯელა. რელიგიის თავისუფლების შეზღუდვისთვის ლეგიტიმური მიზნის არსებობის შემთხვევაშიც კი, შეზღუდვის გამართლებისთვის აუცილებელი იყო იმის დადასტურება, რომ შეზღუდვა განხორციელდა ‘კანონის საფუძველზე’, რაც დეპარტამენტს არ გაუკეთებია.

– დეპარტამენტის დასკვნა შინაგანაწესში პირდაპირი აკრძალვის არარსებობის მიუხედავად, ყურადღებას ამახვილებს თავად ასეთი აკრძალვის ბუნებაზე, რომელიც სკოლის (სამეურვეო საბჭოს) რეგულირების სფეროში შესაძლოა მომავალში მოექცეს. დასკვნის თანახმად, ზოგადი განათლების შესახებ კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სკოლამ შეიძლება დაადგინოს სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის, აგრეთვე მათი გაერთიანებების უფლებებისა და თავისუფლებების არადისკრიმინაციული და ნეიტრალური შეზღუდვის წესები ამ კანონის მოთხოვნათა შესასრულებლად. აგრეთვე თუ არსებობს საფუძვლიანი და გარდაუვალი საფრთხე ეთნიკური ან რელიგიური შუღლის გაღვივების, დანაშაულისაკენ ან ძალადობისაკენ წაქეზების. შიდა აუდიტის დეპარტამენტი აღნიშნული ნორმის რელევანტურობას ასაბუთებს იმ არგუმენტით, რომ „სასკოლო სივრცეში და (არამხოლოდ) მყოფ პირთა ნაწილი თავსაფრის ტარების თემას უკავშირებს სასკოლო სივრცის გარეთ მიმდინარე პროცესებს, კერძოდ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში რელიგიური დანიშნულების ისტორიული ობიექტის საკითხს.“ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საგანმანათლებლო პროცესის შეფერხებისა და დაპირისპირების გამოწვევი მიზეზი სოფელ მოხეში სწორედ მუსლიმი მოსწავლისთვის რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტი გახდა და არა პირიქით. ამასთან, რაიმე დაპირისპირების თავიდან აცილების ინტერესსზე მსჯელობის დროს სამინისტროს მხრიდან პირველ რიგში უნდა გათვალისწინებულიყო თავად დირექტორის ღიად ანტი-მუსლიმური განცხადებები და საჯარო აქტიურობა, 2014 წელს მოხეში გამოვლენილი კონფლიქტის დროს.

– ამასთან ხაზი უნდა გაევას იმ გარემოებას, რომ თუ მომავალში სკოლის სამეურვეო საბჭოს ექნება ნება და მიიღებს გადაწყვეტილებას სკოლაში რელიგიური ატრიბუტიკის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებით, აღნიშნული დანაწესი არ იქნება შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციისა და ზოგადი განათლების შესახებ კანონის მოთხოვნებთან" – ნათქვამია EMC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი საერთაშორისო გამოცდილებაზე საუბრობს სხვადასხვა რგუმენტი მოჰყავს, რომლის გათვალისწინებითაც მიიჩნევს, რომ " "განმცხადებლების მტკიცებულებებით დადასტურებული ქმედება, როგორც მინიმუმ წარმოადგენდა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე განმცხადებლის რელიგიის თავისუფლების შეზღუდვას. მეტიც, სამინისტროს წინაშე EMC-ის მიერ წარდგენილი სხვა ფაქტობრივი გარემოებები (მათ შორის, დირექტორის მიერ სკოლის მოსწავლეებისთვის ღია ცის ქვეშ ლოცვის აკრძალვა, დეკემბერში განვითარებული მოვლენების შემდეგ მე-12 კლასისთვის მოსამზადებელი დამატებითი გაკვეთილების გაუქმება) აკმაყოფილებს დისკრიმინაციული შევიწროების დადგენის წინაპირობებს" – აღნიშნულია განცხადებაში.

წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარში EMC განათლებისა და მეცნიერების მინისტრისგან ითხოვს შემდეგს:

  • შიდა აუდიტის დეპარტამენტს დაავალოს საქმის ხელახალი და კომპლექსური შესწავლა, პროცესში მიუკერძოებლობის, გამჭვირვალობის და საჯაროობის პრინციპების განუხრელი დაცვით;
  • რელიგიური ატრიბუტიკის გამოყენებასთან დაკავშირებით დეპარტამენტის მიერ გაკეთებული კანონშეუსაბამო ინტერპრეტაციის გათვალისწინებით, მიიღოს ზოგადი განათლების შესახებ კანონის და ადამიანის უფლებებზე, ასევე საქართველოში არსებულ სოციალურ კონტექსტზე დაფუძნებული ინსტრუქცია საჯარო სკოლებში მოსწავლეების მიერ რელიგიური ატრიბუტიკის გამოყენების წესთან დაკავშირებით, ისე რომ არ დაირღვეს რწმენის ინდივიდუალური გამოხატვის თავისუფლება.
Facebook Twitter
თეგები: EMC / თეონა ბერიძე /
კვირის პოპულარული
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« იანვარი  »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터pornAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetcasibom güncel girişfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기onwinjojobetjojobetdizipaltürk ifşa킹콩티비스마일퀄리티holiganbetsahabetonwinjojobethuqqabetสล็อตเว็บตรงjojobetartemisbetgoogleрейтинг казинорейтинг онлайн казиноholiganbet 1182bets10megapari girişStreameastbahis siteleri 2025jojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftjojobetgrandpashabetcasibomcasibom girişjojobetholiganbet 1182www.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftCasibomwww.mcgift.giftcardmall.com balancewww.mcgift.giftcardmall.com balancetm menards loginpalacebetsekabetholiganbetcasibomcasibomcasibom girişcasinolevantcasibombetpassahabetumzugsfirma wienpusulabethttps://vozolturkiyedistributoru.com/collections/tereacasibom9046CasibomdizipalmarsbahisjojobetjojobetmarsbahisbetlikejojobetMarsbahisalanya escortMeritking Girişcasibomholiganbetgiftcardmall/mygiftbetlikekingbet188 slotsahabetdeneme bonusu veren siteler 2026все казиноcasibom giriş1xbet girişbetpasmatbetGalabetcasinolevantsekabet girişmarsbahisextrabetjojobet girişjojobet girişselçuksportsjojobet girişgrandpashabetmilanobetvdcasinoslotdayjojobetjojobetmeritkingbetnanoultrabetbetpasbetpassekabetMeritking Girişmagic mushroomsmatbettaraftarium24jojobetgrandpashabet girişjojobetStreameastkiralık hacker