10-18 აპრილს ებრაელები უდიდეს ებრაულ დღესასწაულს, ფესახს აღნიშნავენ
10-18 აპრილს ებრაელები უდიდეს ებრაულ დღესასწაულს, ფესახს (პასექი) აღნიშნავენ.
ფესახი, იგივე პასექი არის ებრაული და სამარიული დღესასწაული, რომელიც ყოველწლიურად ებრაული კალენდრის ნისანის თვის მე-15-ე დღიდან 21-ე (22-ე) დღის ჩათვლით აღინიშნება. დღესასწაულის თარიღი მოძრავია და მარტში ან აპრილში იწყება.
პასექი სამი პილიგრიმული დღესასწაულიდან ერთ-ერთია. იგი უფლის მიერ ებრაელთა გამოხსნას ეგვიპტელთა მონობიდან, პირველშობილი ყრმების გადარჩენას (რასაც წინ უძღვოდა ღვთის რისხვა ეგვიპტელთა მიმართ) და ეგვიპტიდან ებრაელთა გამოსვლას ეძღვნება. ამ დღეს მორწმუნეები ფიზიკური და სულიერი გადარჩენის ნიშნად უფლისგან მოსულ ხსნას ზეიმობენ, იერუსალიმის ტაძარს მოილოცავენ და უფუარ პურს - მაცას მიირთმევენ.
ფესახი ახალი დღე ებრაული კალენდრის მიხედვით საღამოს იწყება. მაშინ, როდესაც ცაზე მინიმუმ ორი ვარსკვლავი გამოჩნდება, ნიშნავს, რომ ახალი დღე დაიწყო.
მოშეს ხუთწიგნეულში (თორა) წერია: "იყო საღამო, იყო დილა - დღე პირველი". სწორედ დღეს საღამოს, როდესაც ვარსკვლავების გამოჩენისთანავე ახალი დღე დაიწყება, დაიწყება ფესახის დღესასწაულიც.