ახალციხის მაცხოვრის ამაღლების ტაძარში დღესასწაული მერვედ აღინიშნა
17:53 / 25.05.2017
ქრისტიანულმა სამყარომ მაცხოვრის ამაღლების დღესასწაული იზეიმა.
ეკლესია მას აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს აღნიშნავს. სადღესასწაულო ლიტურგია მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიაში ახალციხისა და ტაო კლარჯეთის მიტროპოლიტმა, ტაძრის წინამძღვართან ერთად აღასრულა.
ამ ეკლესიაში ადგილობრივმა მრევლმა ამაღლება მერვედ იზეიმა. რვა წლის წინ ტაძარი დღესასწაულზე მეუფე თეოდორემ აკურთხა. მას შემდეგ, ყოველ ამაღლებას, ეკლესიაში საზეიმო წირვას ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი აღავლენს.
ტაძრის მშენებლობის ინიციატორი ადგილობრივი მკვიდრი ომარ ჯაყელია. მან ეკლესიის მშენებლობა შვილის გარდაცვალების შემდეგ, მის სახელზე გადაწყვიტა.
წმინდა სახარების მიხედვით, ქრისტე თავის მოწაფეებს 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა და სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა. აღდგომიდან მე-40 დღეს მოწაფეები გალილეიდან იერუსალიმში ერთ სახლში შეიკრიბნენ, სადაც მათ მაცხოვარი გამოეცხადათ. იესომ შეკრებილებს აღუთქვა, რომ მალე მოუვლენდა სულიწმიდას და უბრძანა, იერუსალიმიდან არ წასულიყვნენ. ქრისტემ შემდეგ ისინი ბეთანიის მიმართულებით გაიყვანა და ელეონის მთაზე ამაღლდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.