მუსლიმებისთვის რამაზანის მარხვა დაიწყო
27 მაისს მუსლიმებმა რამაზანის მარხვა დაიწყეს.
მარხვა ერთ თვეს გასტანს და 26 ივნისს დასრულდება. მუსლიმი, რომელიც მარხულობს, ამ თვეში, განთიადიდან მზის ჩასვლამდე, საჭმელსა და სასმელზე უარს ამბობს.
რამაზანი წელიწადში ერთხელაა და მისი შენახვა ყველა სრულწლოვანი და ჯანმრთელი მუსლიმისთვის სავალდებულოა.