სამცხე-ჯავახეთის რელიგიურ უმცირესობებთან სასწავლო შეხვედრა გაიმართა
18:55 / 09.06.2017
ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის რელიგიურ უმცირესობებთან სასწავლო შეხვედრა გამართა.
ღონისძიებას ლათინური და სომხური წესის კათოლიკე სასულიერო პირები, მრევლი და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
პროექტის "ასწავლე მაცნეს" ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მიწვეულმა პროფესორებმა და ექსპერტებმა სხვადასხვა თემა განიხილეს. ისაუბრეს უვიზო მიმოსვლის წესებსა და პროცედურებზე, ევროკავშირის ინსტიტუტებზე, რელიგიურ უმცირესობებზე, საკულტო ნაგებობებზე და სხვა.
"ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა" 12-თვიანი პროექტი - " ასწავლე მაცნეს" მიმდინარე წლის 15 მაისიდან, ჰოლანდიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო. პროექტის მიზანი უმცირესობათა ინტეგრაციის ხელშეწყობაა.
პროექტის ფარგლებში ჩატარდება სასწავლო შეხვედრები ტოლერანტობაზე, რელიგიის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებზე.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.