ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღეს აღნიშნავს.
ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიაში, დღესასწაული მასშტაბურად სოფელ უდეში აღინიშნა. გადმოცემის თანახმად ანთიმოზ ივერიელი სწორედ აქედან იყო. დღესასწაულს რეგიონის პირველ პირებთან ერთად დელეგაცია რუმინეთიდანაც დაესწრო.
გადმოცემის თანახმად, ანთიმოზ ივერიელი თურქთა ერთ–ერთი შემოსევის დროს საქართველოდან გაუტაციათ. ინფორმაცია, რომ იგი უდის მკვიდრი იყო, ისტორიულ წყაროებში არ დასტურდება, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ იგი წარმოშობით მესხეთიდანაა და მისი გატაცებაც აქედან მოხდა. ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღე უდეში განსაკუთრებულად სწორედ ამიტომ აღინიშნება. წირვის შემდეგ, სოფელის ცენტრში ადგილობრივი სიმღერისა და ცეკვის ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი, ჭადრაკის ჩემპიონატი და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. "ანთიმოზობის" აღნიშვნას სოფელ უდეში საფუძველი 2005 წელს ჩაეყარა.
რუმინეთში ანთიმოზ ივერიელის სახელს უკავშირდება ქართული სტამბის დაარსება. იგი როგორც პოლიტიკური მოღვაწე ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა. ხალხს ოსმალეთის წინააღმდეგ საბრძოლველად მოუწოდებდა. რადიკალურმა კურსმა მთავართან დააპირისპირა, რასაც წმინდანისთვის სასულიერო ღირსების აყრა მოჰყვა. სინას მთისკენ მიმავალი თურქმა ჯარისკაცებმა გზაში მოკლეს და მისი წმინდა ნაწილები მდინარეში გადაყარეს.
1992 წელს რუმინეთის ეკლესიამ ანთიმოზ ივერიელი წმინდანად შერაცხა და მის ხსენების დღედ 27 სექტემბერი, წმინდანის გარდაცვალების დღე დააწესა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.