ახალციხის მუნიციპალიტეტში მართლმადიდებლური ეკლესიების რიცხვს კიდევ ერთი ტაძარი შეემატა.
სოფელ წინუბანში წმინდა ღირსი მამა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელობის ტაძარი ეკურთხა. პირველი ღვთისმსახურება დღეს, 22 ივლისს, 10:00 საათზე შესრულდა. ტაძარი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ აკურთხა.
წმ. ღირსი მამა გაბრიელის აღმსარებელისა და სალოსის სახლეობის ტაძრის წინამძღვარი მღვდელი ნიკოლოზი (აბრამაშვილი) იქნება.
წირვის დასრულების შემდეგ, წინუბნის "სოფლის სახლში" ღონისძება გაიმართა. საღამოზე მონაწილეებმა წმ. ღირსი მამა გაბრიელის აღმსარებელისა და სალოსის ცხოვრება გაიხსენეს. აგრეთვე, მაყურებელს სხვადასხვა ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ნომრები შესთავაზეს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფოტოები: