სოფელ წყორძაში, ეკლესიის ეზოს, შპს “ასტორია” საკუთარი ხარჯებით მოაწყობს
12:38 / 25.07.2017
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყორძაში, ეკლესიის ეზოს კეთილმოწყობისთვის თანხები ადგილობრივი ბიუჯეტიდან არ გამოიყოფა.
შპს "ასტორია" ეზოს საკუთარი ხარჯებით მოაწყობს. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის განმარტებით ასფალტის საფარი, რომელიც ტაძრის საძირკვლამდე იყო დაგებული უკვე მოხსნილია. ზაზა მელიქიძის თქმით, ტერიტორიაზე ასფალტი მუშებმა ადგილობრივების თხოვნით, მათთან შეუთანხმებლად დააგეს.
ძეგლთა დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, გარდა იმისა, რომ მე–13 საუკუნის აღდგომის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია სპეციალური მასალით მოპირკეთდება, კომპანია ვალდებულია გზაზე სპეციალური მინიშნებებიც დაამონტაჟოს.
ამ სამუშაოების შესასრულებლად შპს "ასტორიას" ვადა ოქტომბრის ბოლომდე განესაზღვრა.
კომპანია სოფელ წყორძაში გზის სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.