მარიამობის მარხვა იწყება
14 აგვისტოდან, ქრისტიანთათვის მარიამობის მარხვა იწყება,
რომელიც ორი კვირა გაგრძელდება. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, რაბათის წმ.მარინეს სახელობის ტაძრაში შეკრებილ მრევლს მარხვის პერიოდის სიმშვიდით გავლა და 28 აგვისტოს, მარიამობის მშვიდობიანი გათენება უსურვა. მეუფე თეოდორემ აღნიშნა, რომ შაბათს, 19 აგვისტოს, არის ფერისცვალება, რის გამოც პარასკევს საღამოს ტაძარში ჩატარდება ლოცვა, ხოლო შაბათს დილით, სადღესასწაულო წირვა. 19 აგვისტო მორმწუნეთათვის თევზით ხსნილია.