მეუფე თეოდორე სასულიერო პირებთან ერთად აბასთუმანში მივიდა
აბასთუმნის ტყეში გაჩენილი ხანძრისთვის შექმნილ საგანგებო შტაბში სასულიერო პირები მივიდნენ.
ახალციხისა და ტაო კლარჯეთის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე (ჭუაძე) ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს შეხვდა და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო.